2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №721
2009 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. 2009 წლის სექტემბერში ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული მუდმივად მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის, საპროექტო-საძიებო, ექსპერტიზისა და საზედამხედველო სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური