ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2401
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შეათანხმოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი