საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №544
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. მდინარე ამალი-დევდორაკის ხეობაში მოსალოდნელ სტიქიურ, ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე წინასწარი შეტყობინების ავტომატური სისტემის მოწყობისათვის საჭირო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი