იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №73
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. ქალაქ თბილისში, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №29-ში მდებარე სს „ცენტროლიტის“ ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შესყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შენობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლება, შემდგომში მათთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართობების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 10.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №73. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №73, 10.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2220785/