„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№572
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, 0, 08/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№572

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­ულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.1. №2 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 110 000 (ერთი მილიონ ას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;

ბ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;

გ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;

დ) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

ე) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;

ვ) სპორტული მოედნების მოწყობა;

ზ) მუნიციპალიტეტის გაერთიანებული მუზეუმების კაპი­ტალური ხარჯები;

თ) ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალური პარკის კეთილ­მოწყობა;

ი) სოფელ ნიგვზიანში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გაბიონის მოწყობა;

კ) სოფელ ღრმაღელეში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია;

ლ) სოფელ ჩოჩხათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია;

მ) ქალაქ ლანჩხუთში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ორ­სარ­თულიანი სახლის გადახურვა.“.

1.2. №6 დანართის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ” ქვეპუნქტი:

,,პ) დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები”;

1.3. №6 დანართის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გარდაბნის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ სართიჭალაში წყალსადენის გაყვანა;

გ) საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშა­ოები.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე