,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№723
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №723

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­უ­ლებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები:

1.1. №3 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რე­დაქციით:

,,2. ონის მუნიციპალიტეტს _ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) სოფლებში: შარდომეთში, პაპილეთში, ღებში, გომში, ცხმორში, ღუნდაში, სევაში, სორსა და ქ. ონში ვახტანგ VI-ის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) სოფლებში: ქრისტესი-სხიერში, ბარი-მრავალძალში, ფარახეთში, ცხმორში, ფსორში, ბაჯიხევში, ღები-თევრეშოში, ბოყვა-შქმერში, ჩიტაური-წოლაში, სორგითი-ღუნდაში, ჭიბრევ­სა და ხეითში შიდა გზების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ შარდომეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები;

დ) ქ. ონში ტაბიძის ქუჩაზე წყალსადენის გაყვანილობის რეაბილიტაცია;

ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები – 4 536 (ოთხი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი.”;

1.2. №4 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 1 120 000 (ერთი მილიონ ას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დუშეთის გარე განათების მოწყობა;

ბ) დუშეთიდან არღუნამდე გზის მოხრეშვა;

გ) სოფ. ძველ ოსებში გზის გაკეთება;

დ) სოფ. ძველ ოსებში სასმელი წყლის მიყვანა;

ე) სოფ. აბანოსხევში სასმელი წყლის მიყვანა;

ვ) სოფ. დავათში სასმელი წყლის მიყვანა;

ზ) სოფ. ჭოპორტში ბაგა-ბაღის რემონტი;

თ) სოფ. ჭოპორტში სტადიონის მოწყობა;

ი) სოფ. ბულაჩაურის სკოლის სახურავის რემონტი;

კ) სოფ. ტონჩისა და კარიაულთკარის გზების მოხრეშვა;

ლ) სოფ. ახალ ტონჩაში სასმელი წყლის მიყვანა;

მ) სოფ. გრიგოლაანთკარის სკოლის შენობის რემონტი;

ნ) სოფ. გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;

ო) სოფ. საკრამულში გზის მოხრეშვა;

პ) სოფ. ლაზვიაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;

ჟ) სოფ. ჩუბინაანთკარიდან სასაფლაოსკენ გადასასვლე­ლი ხიდის მშენებლობა;

რ) დაბა ფასანაურის სტადიონის მოწყობა;

ს) სოფ. ოძისის სარწყავი წყლის საკითხის გადაწყვეტა;

ტ) სოფ. მჭადიჯვრის თემში ტეტიაანთუბანში სასმელი წყლის მიყვანა;

უ) სოფ. მჭადიჯვრის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;

ფ) სოფ. მჭადიჯვარში სტადიონის მოწყობა;

ქ) სოფ. დგნალში (ციხისსოფელი) გზის პრობლემის გადაჭრა;

ღ) სოფ. ციხისძირში სასმელი წყლის მიყვანა;

ყ) სოფ. ჭართალში წყლის მილების გამოცვლა;

შ) დაბა ჟინვალში გარე განათების მოწყობა;

ჩ) სოფ. ბიჩნიგაურებში სასმელი წყლის მიყვანა;

ც) სოფ. გრემისხევის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;

ძ) სოფ. მილახვრიანთკარის გზის მოხრეშვა;

წ) სოფ. მთვარელიაანთკარში სანიაღვრე არხის მოწყობა;

ჭ) დაბა ჟინვალის სტადიონის მოწყობა;

ხ) წყლის მაგისტრალის მშენებლობა;

ჯ) ქ. დუშეთის სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბი­ლიტაცია.”;

1.3. №9 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­დაქციით:

,,4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას  _ 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საერთო საცხოვრებლების სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;

ბ) გზების ორმული შეკეთება;

გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;

ვ) ხიდების მოწყობა;

ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.

თ) ქ. ახმეტაში ღამის განათების მოწყობა.”.      

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი              გ. მგალობლიშვილი