„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 10/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5

2007 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკად­რო ცვლილებათა საფუძველზე, „ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,

კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი

გიორგი არველაძე

საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე

საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინის­ტრი

კახაბერ გიგიტელაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ად­მინისტრაციის მატერიალურ-ტექ­ნიკური უზრუნველყოფის სამსა­ხურის უფროსის მოადგილე, კო­მისიის მდივანი

კახა თოდუა

შპს „სახელმწიფო უზრუნველყო­ფის“ დირექტორთა საბჭოს თავ­მჯდომარე

მაკა სხირტლაძე

საქართველოს პრეზიდენტის ად­მი­ნისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

გიგი უგულავა

ქალაქ თბილისის მერი

გია ქავთარაძე

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

ოთარ ქველიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                                       ზ. ნოღაიდელი