„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№357
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 01/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№357

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის № 41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებათა საფუძველზე ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით:

1. „ქ. თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ირაკლი გაფრინდაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი, კომისიის მდივანი

კახა თოდუა - შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ დირექტორი

კონსტანტინე კემულარია     - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მაკა სხირტლაძე         -საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

გიგი უგულავა - ქ. თბილისის მერი

ოთარ ქველიძე  -საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

  ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-51 პუნქტი:

„51. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, რომ შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფამ შეისყიდოს ქ. თბილისში ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისათვის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე – ალვანის ქ. №5-ში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი