„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №591 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№652
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №652

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №591 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №591 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი და დამდგენი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ გვარამია  - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

რეზო ენუქიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ კაჭკაჭიშვილი  - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი

ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ალექსანდრე ჩიკვაიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე