„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 19/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №505

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და თურქმენეთის  ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოსა და თუ­რქ­მენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სა­მთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში და პირ­ველი პუნქტი ჩამო­ყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრო­ბო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი –საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე       –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ლაშა ახალაძე –შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“გენერალური დირექტორი

ნიკა გილაური –საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია      –შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენე­­რალური დირექტორი

ნიკოლოზ ვაშაკიძე –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი თაქთაქიშვილი –საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ჯემალ ინაიშვილი –საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე

ბაკურ კვეზერელი –საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ივანე ნაკაიძე –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ალექსი პეტრიაშვილი –საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა  და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

ზაზა სეთურიძე –საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე –შპს „ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ეკა ტყეშელაშვილი –საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ღვალაძე        –საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური        –საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა        –შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“გენერალური დირექტორი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი