„საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის“ შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№271
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 06/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №271

2007  წლის  6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს  ზოგიერთ  სამთავრობო  და  სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის“შექმნის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის“შექმნის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულების პირველი პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე –         საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკი­თხებ­ში, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია         –ექსპერტი

ივანე გოჩიტაშვილი –ექსპერტი

ზაზა იტრიაშვილი –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი

გიორგი კაპანაძე –საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების პროექტების  განმახორციელებელი  სააგენტოს საინ­ფორ­მაციო ტექნოლოგიების  სპეციალ­ისტი

ზურაბ კოტარია –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ- ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი

ილია მაღალაშვილი –ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

დავით ნატროშვილი –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ვარლამ ტყეშელაშვილი –ექსპერტი

გიგა უმეკაშვილი       –საქართველოს  მთავრობის  კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ეკა ყუბუსიძე –საქართველოს  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგი­ების დეპარტამენტის მათავარი სპეცი­ალისტი, კომისიის მდივანი

გიორგი შუბითიძე –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ „ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი

დავით ცეკვავა –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ჯანიაშვილი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ინფორმაციული  ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“.

    2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

    პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი