„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№486
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კა-ნონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
გიორგი არველაძე –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ნიკა გილაური –საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე მერაბიშვილი –საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე
გიორგი ყაველაშვილი –საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ხათუნა ჭანტურიძე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს –საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს
გიორგი წერეთელს –საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი