„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№769
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №769

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოდგილე

დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზინაიდა ბესტაევა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სალომე სამადაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

არჩილ ყარაულაშვილი – საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე