„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №483
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტერაციის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი –საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე –საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გიორგი ბარამიძე –საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით ბაქრაძე –საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
კახა ბენდუქიძე –საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ზინაიდა ბესტავევა –საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში
გელა ბეჟუაშვილი –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გიორგი გაბაშვილი –საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკა გილაური –საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ალექსანდრე ლომაია –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ივანე მერაბიშვილი –საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
სალომე სამადაშვილი –საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
დავით ტყეშელაშვილი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკატერინე ტყეშელაშვილი –საქართველოს იუსტიციის მინისტრი
არჩილ ყარაულაშვილი –საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი
დავით ჩანტლაძე –საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მი-ნისტრი
პეტრე ცისკარიშვილი –საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი ხევიაშვილი –საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური –საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი