„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №410
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულების №5 დანართის მესამე პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებისათვის (ახალი სათავე ნაგებობის აშენება). გამოყოფილი თანხა ვერ იქნა ათვისებული, რადგან კურორტ ბახმაროში დიდთოვლობის გამო დროულად ვერ შესრულდა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები წყლის დებეტის დადგენის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში და მეხუთე დანართის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) გაზიფიკაციის სამუშაოებისათვის – 360 000 ლარი;
ბ) ტრაქტორის შესაძენად – 66 000 ლარი;
გ) სამგზავრო ავტობუსის შესაძენად – 74 000 ლარი;
დ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გასატანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) – 100 000 ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი