„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №233

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, მესტიის, აბაშის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს გამოეყოთ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდასაქალაქო გზების რეაბილიტაცია;

ბ) მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;

ბ) მრავალსართულიანი სახლების გადახურვა;

გ) მრავალსართულიან სახლებში ლიფტების აღდგენა;

დ) სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ე) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ვ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ზ) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

თ) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

ი) გარე განათების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ხიდ-ბოგირების შეკეთება;

ბ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გ) მარტვილის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

დ) დიდი ჭყონი-ტალერის წყალსადენის რეაბილიტაცია.

4. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ბ) წყალსადენის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

გ) სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;

დ) გზების რეაბილიტაცია.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების რეაბილიტაცია;

ბ) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

გ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

დ) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ე) ღელეების განტვირთვითი სამუშაოები;

ვ) გარე განათების სამუშაოები.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ბ) აბაშის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.

7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ბ) ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია;

გ) მაღლივი კორპუსების გადახურვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური