„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, 0, 10/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №176

2009 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 6 540 000 (ექვსი მილიონ ხუთას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 040 000 (ორი მილიონ ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გორში გზების რეაბილიტაცია;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

გ) ქ. გორში გარეგანათების ქსელის მოწყობა.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეაბილიტაცია და მოწყობა;

ბ) ქ. კასპში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა;

გ) ქ. კასპში მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური შეკეთება.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ქარელის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ქარელის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ხაშურში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;

ბ) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხების მოწყობა;

გ) სოფელ სატივესა და სოფელ მიწობში წყალსადენის სისტემების მშენებლობა;

დ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში მრავალსართულიანი სახლების სახურავების მოწყობა;

ე) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება;

ვ) წაღვლი-ფლევის გზების რეაბილიტაცია.“;

ბ) №9 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №9

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;

გ) ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაცია;

დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;

ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა.

2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სოფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების შეკეთება;

ბ) ქ. ცაგერში და ქვ. ცაგერის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყობა- რეაბილიტაცია;

დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;

ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;

ვ) სანაგვე ურნებისა და თვითმცლელი მანქანის შეძენა;

ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლების ცენტრების გარეგანათების მოწყობა;

თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;

კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარემონტო სამუშაოები;

ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სახურავის აღდგენა;

მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის მშენებლობის სამუშაოები;

პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურავის აღდგენა.

3. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენის სისტემის მოწყობა სოფლად;

ბ) მუზეუმის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და შეუბნის ტერიტორიული ორგანოს შენობების რემონტი;

გ) სპეცავტომანქანისა და ურნების შეძენა;

დ) კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა;

ე) შიდა გზების მოწყობა.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ფასადების რეაბილიტაცია;

ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა და წყალსადენების რეაბილიტაცია;

გ) კეთილმოწყობის სამუშაოები;

დ) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

ე) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

ვ) ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია;

ზ) მედპუნქტების რეაბილიტაცია;

თ) კულტურის სახლებისა და კლუბების აღდგენა-რეაბილიტაცია;

ი) სამხატვრო-სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

კ) სახანძრო რაზმის შენობის რეაბილიტაცია;

ლ) მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.“.

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური