„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№488
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №488

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,დანართი № 2

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 14 730 000 (თოთხმეტი მილიონ შვიდას ოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას _ 7 330 000 (შვიდი მილიონ სამას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა)  ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია;

ბ) საბავშვო ბაგა-ბაღების გათბობის სისტემის დამონტაჟება და კარ-ფანჯრების გამოცვლა, №44 საჯარო სკოლისა და ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გათბობის სისტემის დამონტაჟება;

გ) გზების კაპიტალური შეკეთება;

დ) ტანვარჯიშის სპორტული სკოლის რემონტი.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელე-ბლად:

ა) ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

ბ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

გ) მაჭავარიანის ქუჩაზე კანალიზაციის ქსელის მოწყობა;

დ) რაგბის მოედნის მოწყობა;

ე) გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ბ) ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაცია;

გ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურა-ვებისა და სარდაფებში არსებული კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოები;

დ) ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების სახურავების, ფანჯრების აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები;

ე) ნაგვის ბუნკერებისა და სპეციალური მანქანის შეძენა;

ვ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის რეკონსტრუქცია;

ზ) წმიდა მოწამე ქეთევანის სახელობის მოხუცთა თავშესაფრის ფანჯრების შეცვლა და გათბობის სისტემის დამონტაჟება.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლებში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) სამი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

გ) ნაგვის ბუნკერებისა და სპეციალური მანქანის შეძენა;

დ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ე) გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.

5. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ბ) ქ. ვანში თავისუფლების ქუჩის №182, N№182 და №184 ბინების, სანაპიროს ქუჩის №19, თავისუფლების ქუჩის №66, №68 და №70 საერთო ბინების სახურავების შეკეთება;

გ) შუამთის თემში მდინარე ყუმურზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;

დ) სანიაღვრე და საწრეტი არხების რეაბილიტაცია;

ე) ნაგავმზიდი, ამწე კალათის მანქანებისა და სანაგვე ყუთების შეძენა;

ვ) გარე განათების სისტემის მოწყობა.

6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) სამი საბავშვო ბაღის (დევდარიანის ქუჩა №1) გადახურვისა და აივნის აღდგენის სამუშაოები;

გ) გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია;

დ) ტროტუარების მოწყობა;

ე) ბორითის ხიდის აღდგენა;

ვ) სოფელ ხუნევის დაკიდული ხიდის აღდგენა.

7. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რემონტი;

ბ) ცენტრალური ქუჩების გარე განათების სისტემის მოწყობა-გაფართოება;

გ) ცენტრალურ ნაწილში ტროტუარების აღდგენა-გაფართოება;

დ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ე) ცენტრალური სკვერის სამუშაოთა დასრულება.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ბ) სპორტკომპლექსის მშენებლობა;

გ) შადრევნის მოწყობა.

9. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში შესასვლელი მაჩვენებლების მოწყობა, ტროტუარებისა და მოაჯირების აღდგენა;

ბ) გარე განათების სისტემის მოწყობა;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენო-ბების რემონტი;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენობის კაპიტალური რემონტი;

ე) საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი.

10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების სისტემის მოწყობა;

ბ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

გ) ცენტრალური საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რემონტი;

დ) როკითის სარწყავი არხის მარტივი ტიპის სათავო ნაგებობის რეაბილიტაცია;

ე) დასუფთავების მანქანებისა და ურნების შეძენა;

ვ) სოფელ დიმში საბავშვო ბაღის მშენებლობა.

11. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

ბ) თუნუქის სახურავის შეძენა;

გ) ქვათაცვენის გადაუდებელი სამუშაოები;

დ) გარე განათების სისტემის მოწყობა (სტალინის ქუჩა – საკურდღლიის წყარომდე, პრესის სახლიდან საჩხერის მიმართულებით, სიხარულიძის ქუჩა, თორღვაშვილის ქუჩა – ზედა ნაგუთი, 9 აპრილის ქუჩა);

ე) სახელმწიფო თეატრის გათბობის სისტემის სამუშაოები;

ვ) სკვერების აღდგენა (9 აპრილის სკვერი აბაშიძის ქუჩა-ზე, მეგობრობის სკვერი ცხოვრებაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდე-ბარე ტერიტორიაზე);

ზ) ბაქრაძე-ჭანტურიას ქუჩის არხზე დამატებითი სამუშაოების შესრულება;

თ) სანიაღვრე არხის აღდგენა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

12. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების სისტემის მოწყობა რაჭის, ლესელიძის, ქუთათელაძის, რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩებზე;

ბ) 9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა;

გ) №1 ბაღის კაპიტალური რემონტი;

დ) სავანის ბაღის მშენებლობა;

ე) მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა;

ვ) ორი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა.~.

 

პრემიერ-მინისტრი                        ნიკა გილაური