„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№206
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №206

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებ ებ ისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1 . განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 150 455 440 (ას ორმოცდაათი მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“.

2. განკარგულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმ მ ართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 13 160 000 (ცამეტი მილიონ ას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას – 8 800 000 (რვა მილიონ რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქის ქუჩების კაპიტალური შეკეთება;

ბ) საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია;

გ) ღვარსადენების რეაბილიტაცია და კაპიტალური შეკეთება;

დ) განათება;

ე) გაზმომარაგება;

ვ) ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტებისათვის.

3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია (2 ხიდ-ბოგირი);

ბ) გაზიფიცირება (სოფ. ზეინდარი);

გ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქში არსებული შიდა გზების შეკეთება;

 ბ) ქალაქში წყლისა და საკანალიზაციო ქსელების შეკეთება.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სპორტკომპლექსის მშენებლობა;

ბ) შიდა გზების მოვლა-შენახვა;

გ) ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა;

დ) სიმონეთის კლუბისა და ზედა ალისუბნის სპორტდარბაზის კაპიტალური შეკეთება.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პოექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის გზების მოწესრიგება;

ბ) საცხოვრებელი კორპუსების სახურავების მოწესრიგება;

გ) სასმელი წყლის მილსადენების რეაბილიტაცია;

დ) ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობა.

7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზებისა და ხიდების შეკეთება;

ბ) ფასადების შეკეთება.

8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ბინების სახურავების შეკეთება;

ბ) ასფალტსაფარიანი გზების მიმდინარე შეკეთება;

გ) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (მათ შორის წყალსადენის მიგისტრალის მიმდინარე შეკეთება);

დ) შიდა გზების მოხრეშვა.

9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სარწყავი არხების გაწმენდა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

ბ) სოფლებში წყალსადენების შეკეთება;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების შეკეთება;

დ) ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟი.

10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა სასოფლო გზების მოსწორება;

ბ) წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივი აღდგენა.

11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი შიდა გზების, წყლის მაგისტრალის, ხიდების, ბოგირების, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, სტადიონების რეაბილიტაციისათვის.

12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოასფალტება და შიდა გზების შეკეთება;

ბ) შიდა გზების მოხრეშვა.“.

3. განკარგულების №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №4

ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 4 266 000 (ოთხი მილიონ ორას სამოცდაექვსი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 240 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი;

ბ) სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი;

გ) სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა;

დ) სოფელ მისაქციელის წყალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა;

ე) სოფელ წილკნის გაზიფიცირების სამუშაოები;

ვ) წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია;

ბ) სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა;

გ) ჩეკურაანთგორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) სოფ. ალოტის შიდა გზის რეაბილიტაცია;

ე) ჩეკურაანთგორი-ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

ვ) სოფ. ომარაულების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ზ) სოფ. ორხევის შიდა გზების რეაბილიტაცია; თიანეთი-არტანის გზის რეაბილიტაცია;

თ) სოფ. დულუზაურების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ი) სოფ. დევენაანთხევის წყალსადენის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია;

კ) სოფ. საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ლ) სოფ. ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

მ) ღულელები-ბალებისხევი-სიონთგორი-ნადოკრის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია;

ნ) სოფ. თრანის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

ო) სოფ. მაგრანეთის შიდა გზის რეაბილიტაცია;

პ) სოფ. მაგრანეთის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ჟ) სოფ. ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეაბილიტაცია;

რ) სოფ. სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ს) სოფ. თოლენჯის წყალსადენის რეაბილიტაცია;

ტ) მელიასხევი-თოლენჯი-სიმონიანთხევი-გორანას დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

უ) სოფელ ახალსოფლის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდაქსელის მოწყობა და ჩაბანო-ახალსოფლის წყალსადენის მთავარ ქსელთან მიერთება;

ფ) სოფელ ტუშურების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

ქ) სოფელ ლელოვანის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

ღ) სოფელ ჯებოტის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია (სოფელ დულუზაურებში მდებარე) და სოფელ ჟებოტაში არსებული წყლის სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ყ) სოფელ ღულელების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 120 000 (ერთი მილიონ ას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დუშეთის გარე განათების მოწყობა;

ბ) დუშეთიდან არღუნამდე გზის მოხრეშვა;

გ) სოფ. ძველ ოსებში გზის გაკეთება;

დ) სოფ. ძველ ოსებში სასმელი წყლის მიყვანა;

ე) სოფ. აბანოსხევში სასმელი წყლის მიყვანა;

ვ) სოფ. დავათში სასმელი წყლის მიყვანა;

ზ) სოფ. ჭოპორტში ბაგა-ბაღის რემონტი;

თ) სოფ. ჭოპორტში სტადიონის მოწყობა;

ი) სოფ. ბულაჩაურის სკოლის სახურავის რემონტი;

კ) სოფ. ტონჩისა და კარიაულთკარის გზების მოხრეშვა;

ლ) სოფ. ახალ ტონჩაში სასმელი წყლის მიყვანა;

მ) სოფ. გრიგოლაანთკარის სკოლის შენობის რემონტი;

ნ) სოფ. გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;

ო) სოფ. საკრამულში გზის მოხრეშვა;

პ) სოფ. ლაზვიაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;

ჟ) სოფ. ჩუბინაანთკარიდან სასაფლაოსკენ გადასასვლელი ხიდის მშენებლობა;

რ) დაბა ფასანაურის სტადიონის მოწყობა;

ს) სოფ. ოძისის სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება;

ტ) სოფ. მჭადიჯვრის თემში ტეტიაანთუბანში სასმელი წყლის მიყვანა;

უ) სოფ. მჭადიჯვრის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;

ფ) სოფ. მჭადიჯვარში სტადიონის მოწყობა;

ქ) სოფ. დგნალში (ციხისსოფელი) გზის პრობლემის გადაჭრა;

ღ) სოფ. ციხისძირში სასმელი წყლის მიყვანა;

ყ) სოფ.ჭართალში წყლის მილების გამოცვლა;

შ) დაბა ჟინვალში გარე განათების მოწყობა;

ჩ) სოფ. ბიჩნიგაურებში სასმელი წყლის მიყვანა;

ც) სოფ. გრემისხევის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;

ძ) სოფ. მილახვრიანთკარის გზის მოხრეშვა;

წ) სოფ. მთვარელიაანთკარში სანიაღვრე არხის მოწყობა;

ჭ) დაბა ჟინვალის სტადიონის მოწყობა;

ხ) წყლის მაგისტრალის მშენებლობა.

4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 286 000 (ორას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი დაბა სტეფანწმინდაში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის.

5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 830 000 (რვაას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. იკოთის გაზიფიცირება;

ბ) სოფ. ბოლის გაზიფიცირება;

გ) სოფ. მოსაბრუნის გაზიფიცირება;

დ) სოფ. ახმაჯის გაზიფიცირება;

ე) მდინარე ქსნის სანაპიროზე გაბიონების მოწყობა.“.

4. განკარგულების №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №7

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 7 749 600 (შვიდი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 235 000 (სამი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა-გაწმენდა;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გზებისა და ქუჩების რეაბილიტაცია;

გ) გაზიფიცირება;

დ) ქალაქის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ვ) მუნიციპალიტეტის სოფლებში ავტოტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა;

ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

თ) სპორტული მოედნების მშენებლობა.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 368 400 (ერთი მილიონ სამას სამოცდარვა ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) კავთისხევი – სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) გუდალეთის სასმელი წყალი;

გ) გურამიშვილის ქუჩა 3000-ტონიანი შემკრები ავზიდან გამომავალი 600-მეტრიანი ამორტიზებული მაგისტრალის რეაბილიტაცია;

დ) გომის სათავე ნაგებობის შემოღობვა და სანიტარიული ნორმების დაცვა;

ე) ვარჯაანის დასახლების სასმელი წყალი – თევდორესა და ვარძიის ქუჩის სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;

ვ) გორის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა;

ზ) პაატას ქუჩის ორმულის შეკეთება;

თ) გურამიშვილის ქუჩის მოასფალტება;

ი) ხოკრიშვილის ქუჩისა და №2 საჯარო სკოლის მისასვლელი გზის მოასფალტება;

კ) თავისუფლების ქუჩის მოასფალტება;

ლ) ერეკლეს ქუჩის მოასფალტება;

მ) ნინოშვილის ქუჩისა და №1 საჯარო სკოლის საყრდენი კედლის მოწყობა;

ნ) ქალაქის შიდა გზების ორმული შეკეთება;

ო) სარწყავი წყალი;

პ) სოფლის გზების მოხრეშვა და ორმულის შეკეთება;

ჟ) ქ. კასპში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავების შეკეთება;

რ) ქ. კასპში 15 ქუჩის გარე განათების რეაბილიტაცია;

ს) მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 792 600 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) რუის-ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია-აღდგენა;

ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი ბინების სახურავების შეკეთება;

გ) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

დ) ქ. ქარელის ცენტრალური ქუჩის და კულტურის სახლის მიმდებარე პარკის მოწყობა.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 2 353 600 (ორი მილიონ სამას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ხაშურში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება-რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ხაშურის გზებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების აღდგენა-რეაბილიტაცია (მოხრეშვა);

გ) სოფ. ბრილში ხიდის რეაბილიტაცია;

დ) ქ. ხაშურში ახალი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა;

ე) ქ. ხაშურში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

ვ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გაზსადენი სისტემის მშენებლობა;

ზ) ქ. ხაშურში, დაბა სურამსა და სოფ. ოსიაურში მდ. სურამულას კალაპოტის გაწმენდა;

თ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გამავალი მდ. სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ი) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხის მოწყობა;

კ) სოფ. სავანისუბანში წყალმომარაგების სამუშაოები;

ლ) ქ. ხაშურში ღამის განათების სისტემის მოწყობა;

მ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში ხელოვნურსაფარიანი 3 (სამი) სპორტული მოედნის მოწყობა;

ნ) ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობა;“.

5. განკარგულების დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №9

სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 306 000 (ორი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) გზების ორმული დამუშავება;

გ) გაზიფიცირება;

დ) საბავშვო ბაღისათვის კოტეჯის ფორმის ხის კონსტრუქციის შეძენა;

ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ვ) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

ზ) ქალაქის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარაბლად.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირების სამუშაოები;

ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადების სამუშაოები;

გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;

დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ე) გარე განათების სამუშაოები;

ვ) სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა;

ზ) მინი-სტადიონის მოწყობა;

თ) ხიდის მშენებლობა;

ი) სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

ბ) წყლის სათავე-ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;

გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;

დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;

ვ) მინი-სტადიონის მოწყობა;

ზ) გზის ორმული შეკეთება;

თ) ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;

ი) გაზიფიცირება.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საერთო საცხოვრებლის სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;

ბ) გზების ორმული შეკეთება;

გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;

ვ) ხიდების მოწყობა;

ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.

5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 472 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქუჩების მოასფალტება;

ბ) სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;

გ) გაზიფიცირების სამუშაოები.

6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ბ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა;

გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

დ) სათავე-ნაგებობების აღდგენა;

ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;

ვ) მინი-სპორტული მოედნების მოწყობა.

7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება;

ბ) გზების მოხრეშვა;

გ) გარე განათების სამუშაოები;

დ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ე) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ვ) ჭაბურღილების მოწყობა;

ზ) კულტურის სახლების შეკეთება;

თ) ეკლესიების შეკეთება;

ი) მინი-სტადიონების მოწყობა;

კ) გაბიონის მოწყობა;

ლ) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;

მ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;

ნ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;

ო) სკვერის მოწყობა;

პ) ხევების გაწმენდა;

ჟ) სპორტდარბაზის მოწყობა;

რ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.

8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირება;

ბ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) გზების მოხრეშვა;

ე) სასმელი წყლის შიდა ქსელის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;

ვ) სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ზ) სპორტული დარბაზის მოწყობა.“.

პრემიერ-მინისტრი                                ვ. გურგენიძე