„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №340
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №3 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ონის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლებში: შარდომეთი, ღები, გომი, ცხმორი, ღუნდა, სევა, სორი და ქ. ონში ვახტანგ VI-ის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) სოფლებში: ქრისტესი-სხიერი, ბარი-მრავალძალი, ფარახეთი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ღები-თევრეშო, ბოყვა-შქმერი, ჩიტაური-წოლა, სორგითი-ღუნდა შიდა გზების რეაბილიტაცია;
გ) სოფელ შარდომეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) ქ. ონში ტაბიძის ქუჩაზე წყალსადენის გაყვანილობის რეაბილიტაცია;
ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები – 4 536 (ოთხი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი;“;
ბ) №3 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლებში: ალპანა, ღვირიში, წილამიერი, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ქ. ცაგერში აღმაშენებლის ქუჩა, ლასურიაში, დეხვირი, მახაში, ლაცორია, მახურა _ წყალმომარაგებისათვის მილებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და სოფლებისათვის გადაცემა;
ბ) სოფლებში: ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცორია, ჩხუტელი-ლასურიაში, ლასურიაში-აღვი, მახაში, დეხვირი, ზარაგულა, ლასურიაში, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი-ლესინდი, საირმე, ქვემო ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი, უსახელო, თაბორი, სანორჩი-ნასპერი, ოყურეში, ჩქუმი-ქულბაქი, ალპანა-ზოგიში-ცაგერა და ქ. ცაგერში შიდა გზების რეაბილიტაცია;
გ) სოფლებში: ქვემო ცაგერი, ჩხუტელი, ლაჯა-გაგულეჩი, ღვირიში, სპათაგორი, ლაილაში და ქ. ცაგერში გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;“;
გ) №8 დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 852 240 (რვაას ორმოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ბორჯომში დაზიანებული საყრდენი კედლებისა და ფეხით სავალი ნაწილების, პარკების, სკვერების კეთილმოწყობა;
ბ) სოფელ დვირის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა (სკოლისა და საბავშვო ბაღის შემოღობვა, სათამაშო მოედნის მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი პუნქტის მოწყობა);
გ) დაბა ახალდაბის წყალსადენის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;
დ) სოფელ ზანავში წყალსადენის მშენებლობა;
ე) სოფელ კორტანეთის წყალსადენის მშენებლობა;
ვ) დაბა ბაკურიანის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა (სკვერები და პარკები);
ზ) სოფელ რველისა და სოფელ ზანავის გაზიფიცირება;
თ) დაბა ბაკურიანში სპორტული მოედნის მოწყობა;“.
დ) №9 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №9
სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 306 000 (ორი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) გზების ორმული დამუშავება;
გ) საბავშვო ბაღისათვის შენობისა და ინვენტარის შეძენა;
დ) სოფლების გაზიფიცირება;
ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ვ) სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;
ზ) გარე განათების სამუშაოები;
თ) მინი-სტადიონის მოწყობა;
ი) რაიონის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირების სამუშაოები;
ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადების სამუშაოები;
გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;
დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;
ე) გარე განათების სამუშაოები;
ვ) სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) მინი-სტადიონის მოწყობა;
თ) ხიდის მშენებლობა;
ი) სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია;
კ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;
ბ) წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;
გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;
დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;
ვ) მინი-სტადიონის მოწყობა;
ზ) გზის ორმული შეკეთება;
თ) ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;
ი) გაზიფიცირება.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) საერთო საცხოვრებლების სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;
ბ) გზების ორმული შეკეთება;
გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;
ვ) ხიდების მოწყობა;
ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 472 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქუჩების მოასფალტება;
ბ) სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;
გ) გაზიფიცირების სამუშაოები;
დ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ბ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა;
გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
დ) სათავე ნაგებობების აღდგენა;
ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;
ვ) მინი-სპორტული მოედნების მოწყობა.
7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება;
ბ) გზების მოხრეშვა;
გ) გარე განათების სამუშაოები;
დ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ე) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ვ) ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) კულტურის სახლების შეკეთება;
თ) ეკლესიების შეკეთება;
ი) მინი-სტადიონების მოწყობა;
კ) გაბიონის მოწყობა;
ლ) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;
მ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;
ნ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
ო) სკვერის მოწყობა;
პ) ხევების გაწმენდა;
ჟ) სპორტული დარბაზის მოწყობა;
რ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირება;
ბ) გარე განათების სამუშაოები;
გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, შიდა ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;
დ) გზების რეაბილიტაცია;
ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ვ) მინი-სპორტული მოედნის მოწყობა;
ზ) წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობა;
თ) სოფლებში ეკლესიების შემოღობვის სამუშაოები;
ი) 2005 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობისათვის დაკარგული მიწის სავარგულების აღდგენა-კომპენსაცია;
კ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე