„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №69

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №5

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები;

ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა;

გ) მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა-მშენებლობა;

დ) მეგობრობის გამზირის მონაკვეთის (ახალგაზრდობის პარკიდან სასტუმროს მოედნამდე) საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ე) მე-16 და მე-17 მიკრორაიონებს შორის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ვ) მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსების შეძენა;

ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

თ) ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) მეგობრობის გამზირის №22, №26, №30 და №41 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

კ) ქ. რუსთავის შარტავას გამზირის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია (მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსებით).

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ მუღანლოში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) სოფელ ახალსოფელში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

გ) სოფელ გამარჯვებაში სასმელი წყლის 100-ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა და შიდა სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ე) სოფელ ვაზიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჩოლოყაშვილისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ თამარისის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა;

გ) ქ. მარნეულში სასმელი წყალგაყვანილობის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისათვის (მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსებით).

5. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დმანისში შიდ სახელმწიფოებრივ გზასთან დამაკავშირებელი მუნიციპალური ქუჩების ასფალტირება და ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ გომარეთის წყალმომარაგება;

დ) სოფელ მაშავერას წყალმომარაგების რეაბილიტაცია.

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა მანგლისში შიდა გზის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ კოდის ტერიტორიაზე დევნილთა ჩასახლების ადგილზე გარე განათების რეაბილიტაცია;

გ) ქ. თეთრიწყაროში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა;

დ) სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ტერიტორიაზე გამგებლის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა;

ე) ქ. თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია;

ვ) თეთრიწყაროს სპორტული სკოლის დარბაზისა და საშხაპეების მოწყობა;

ზ) სოფელ ირაგის წყალსადენის რეაბილიტაცია;

თ) სოფელ წინწყაროს გარე განათების მოწყობა;

ი) სოფელ ასურეთში მინი-სტადიონის მოწყობა;

კ) სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მინი-სტადიონის დასრულება;

ლ) თეთრიწყაროს პოლიციის შენობის რემონტი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი;

მ) ჭივჭავის თემის სოფლების წყალმომარაგება.

7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;

ბ) წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;

გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;

დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავრანლის, აშკალის, გუნია-კალის, გუმბათის, დაშბაშის, თეჯისის, ოზნის, ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სოფლების: კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;

ვ) სოფელ კიზილკილისას საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური