საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 20/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №34

2009 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 66 000 000 (სამოცდაექვსი მილიონი) ლარი №1-№9 დანართების შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      გ. მგალობლიშვილი

 

 

დანართი №1

 

ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 8 730 000 (რვა მილიონ შვიდას ოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ლაგოდეხში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ ნინიგორში ხიდის მშენებლობა.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის.

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;

გ) ქუჩების გარე განათების სისტემების მოწყობა.

5. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;

გ) ქ. თელავის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) დასახლებული პუნქტების სანიაღვრე არხების მოწყობა;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;

დ) ქუჩების გარე განათების სისტემების მოწყობა;

ე) ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია.

8. დედოფლისწყაროს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგება;

ბ) საკანალიზაციო სისტემის შეკეთება;

გ) ქ. დედოფლისწყაროში ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;

დ) ასფალტსაფარიანი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;

ე) ქუჩების გარე განათების მოწყობა.

 

დანართი №2

 

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 14 730 000 (თოთხმეტი მილიონ შვიდას ოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 330 000 (შვიდი მილიონ სამას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სპორტული კომპლექსის მშენებლობა-მოწყობა;

ბ) საბავშვო ბაგა-ბაღის გათბობის სისტემის დამონტაჟება და კარ-ფანჯრების გამოცვლა (20 ბაღი);

გ) ხუთი ქუჩის მოასფალტება;

დ) ტანვარჯიშის სპორტული სკოლის რემონტი.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

ბ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია;

გ) მაჭავარიანის ქუჩაზე კანალიზაციის ქსელის მოწყობა;

დ) რაგბის მოედნის მოწყობა;

ე) გარე განათების რეაბილიტაცია.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო სამსახურის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაცია;

გ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და სარდაფებში არსებული კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოები;

დ) ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების სახურავების, ფანჯრების აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები;

ე) ნაგვის ბუნკერებისა და სპეცმანქანის შეძენა;

ვ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის რეკონსტრუქცია;

ზ) წმიდა მოწამე ქეთევანის სახ. მოხუცთა თავშესაფრის ფანჯრების შეცვლა და გათბობის დამონტაჟება.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლებში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) სამი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

გ) ნაგვის ბუნკერებისა და სპეცმანქანის შეძენა;

დ) სახანძრო სამსახურის შენობის სრული რეაბილიტაცია;

ე) გარე განათების რეაბილიტაცია.

5. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო რაზმის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) ქ. ვანში თავისუფლების ქუჩის №182, №182ა და №184 ბინების, სანაპიროს ქუჩის №19, თავისუფლების ქუჩის №66, №68 და №70 საერთო ბინების სახურავების შეკეთება;

გ) შუამთის თემში მდინარე ყუმურზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;

დ) სანიაღვრე და საწრეტი არხების რეაბილიტაცია;

ე) ნაგავმზიდი, ამწე კალათის მანქანებისა და სანაგვე ყუთების შეძენა;

ვ) გარე განათების მოწყობა.

6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პოექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) სამი საბავშვო ბაღის გადახურვა და აივნის აღდგენა (დევდარიანის ქუჩა №1);

გ) გარე განათების რეაბილიტაცია;

დ) ტროტუარების მოწყობა;

ე) ბორითის ხიდის აღდგენა;

ვ) სოფელ ხუნევის დაკიდული ხიდის აღდგენა.

7. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რემონტი;

ბ) ცენტრალური ქუჩების განათების სისტემის მოწყობა-გაფართოება;

გ) ცენტრალურ ნაწილში ტროტუარების აღდგენა-გაფართოება;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენობის კაპიტალური რემონტი;

ე) ცენტრალური სკვერის დასრულება.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) სპორტკომპლექსის მშენებლობა;

გ) შადრევნის მოწყობა.

9. ტყიბულის მუნიციპალეტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) რაიონის შესასვლელი მაჩვენებლების მოწყობა, ტროტუარებისა და მოაჯირების აღდგენა;

ბ) გარე განათების მოწყობა;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების რემონტი;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენობის კაპიტალური რემონტი;

ე) საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი.

10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა;

ბ) სახანძრო რაზმის შენობის რეაბილიტაცია-რემონტი;

გ) ცენტრალური საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რემონტი;

დ) როკითის სარწყავი არხის მარტივი ტიპის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;

ე) დასუფთავების მანქანებისა და ურნების შეძენა;

ვ) სოფელ დიმში საბავშვო ბაღისათვის სახლის რემონტი.

11. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახანძრო სამსახურის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ბ) თუნუქის სახურავის შეძენა;

გ) ქვათაცვენის გადაუდებელი სამუშაოები;

დ) გარე განათების მოწყობა (სტალინის ქუჩა საკურდღლიის წყარომდე, პრესის სახლიდან საჩხერის მიმართულებით, სიხარულიძის ქუჩა, თორღვაშვილის ქუჩა – ზედა ნაგუთი, 9 აპრილის ქუჩა);

ე) სახელმწიფო თეატრის გათბობა;

ვ) სკვერების აღდგენა, 9 აპრილის სკვერი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობრობის სკვერი ცხოვრებაძის ქუჩაზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე;

ზ) ბაქრაძე-ჭანტურიას ქუჩის არხზე დამატებითი სამუშაოები;

თ) სანიაღვრე არხის აღდგენა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

12. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა რაჭის, ლესელიძის, ქუთათელაძის, რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩებზე;

ბ) 9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა;

გ) №1 ბაღის კაპიტალური რემონტი;

დ) სავანის ბაღის მშენებლობა;

ე) მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა;

ვ) ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონის მოწყობა.

 

 

დანართი №3

ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, მესტიის, აბაშის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს გამოეყოთ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია;

ბ) მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;

ბ) მრავალსართულიანი სახლების გადახურვა;

გ) მრავალსართულიან სახლებში ლიფტების აღდგენა;

დ) სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ე) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ვ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ზ) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

თ) საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ხიდბოგირების შეკეთება;

ბ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გ) მარტვილის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

დ) დიდი ჭყონი-ტალერის წყალსადენის რეაბილიტაცია.

4. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ბ) წყალსადენის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

გ) სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;

დ) გზების რეაბილიტაცია.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების რეაბილიტაცია;

ბ) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

გ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

დ) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ე) ღელეების განტვირთვითი სამუშაოები.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ბ) აბაშის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.

7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ბ) ხიდბოგირების რეაბილიტაცია;

გ) მაღლივი კორპუსების გადახურვა.

 

 

 

დანართი №4

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 6 540 000 (ექვსი მილიონ ხუთას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 040 000 (ორი მილიონ ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გორში გზების რეაბილიტაცია;

 ბ) გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

გ) ქ. გორში გარეგანათების ქსელის მოწყობა.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეაბილიტაცია და მოწყობა;

ბ) ქ. კასპში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა;

გ) ქ. კასპში მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური შეკეთება.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ქარელის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ქარელის წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ხაშურში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;

ბ) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხების მოწყობა;

გ) სოფელ ოსიაურის წყალსადენის მშენებლობა;

დ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში მრავალსართულიანი სახლების სახურავების მოწყობა;

ე) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება;

ვ) წაღვლი-ფლევის გზების რეაბილიტაცია.

 

 

 

 დანართი №5

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

ბ) გადახურვითი სამუშაოები;

გ) ლიფტების აღდგენის პროგრამა;

დ) სასტუმროდან ახალგაზრდულ პარკამდე ფეხით მოსიარულეთათვის ფილაქნის მოწყობა (მეგობრობის გამზირი);

ე) მეგობრობის გამზირის №22, №26, №30 კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია;

ვ) სავალი გზის რეაბილიტაცია (მეგობრობის გამზირის მონაკვეთი ახალგაზრდული პარკიდან სასტუმროს მოედნამდე);

ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის სავალი გზის რეაბილიტაცია;

თ) მე-16 და მე-17 მ/რ-ს შორის სავალი გზის რეაბილიტაცია.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ მუღანლოში გზის კაპიტალური რემონტი;

ბ) სოფელ ახალსოფელში გზის კაპიტალური რემონტი;

გ) სოფელ გამარჯვებაში სასმელი წყლის ასტონიანი რეზერვუარის მშენებლობა და შიდა სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ე) სოფელ ვაზიანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჩოლოყაშვილისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია;

ბ) ჩოლოყაშვილის ქუჩის წყალმომარაგება;

გ) ვურდუნის ქუჩაზე ცენტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ თამარისის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა;

ე) ქალაქში ორ ქუჩაზე სასმელი წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია.

4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისათვის.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დმანისის ცენტრის კეთილმოწყობა, კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია სკვერის კეთილმოწყობით;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ გომარეთის წყალმომარაგება;

დ) ნაგავსაყრელის მოწყობა.

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჭივჭავის თემის სოფლების წყალმომარაგება;

ბ) სოფელ ირაგის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) ქ. თეთრიწყაროში ცენტრალური ქუჩის ტროტუარების მოწყობა;

დ) დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ტერიტორიაზე გამგებლის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა;

ე) ქ. თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია;

ვ) ქ. თეთრიწყაროს სპორტული სკოლის დარბაზისა და საშხაპეების მოწყობა;

ზ) სოფელ წინწყაროს გარე განათების მოწყობა;

თ) ქ. თეთრიწყაროში კოსტავას ქუჩაზე სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;

ი) სოფელ ასურეთში მინი სტადიონის მოწყობა;

კ) სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მინი-სტადიონის დასრულება;

ლ) თეთრიწყაროს პოლიციის შენობის რემონტი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი.

7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;

ბ) ქალაქ წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;

გ) ქ. წალკის სახანძრო შენობის კაპიტალური რემონტი;

დ) სოფელ არ-სარვანის, სოფელ ბეშთაშენის, სოფელ წინწყაროს, სოფელ ავრანლის, სოფელ აშკალის, სოფელ გუნია-კალის, სოფელ გუმბათის, სოფელ დაშბაშის, სოფელ თეჯისის, სოფელ ოზნის, სოფელ ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სოფელ კირიაკოს სპორტული მოედნის სარემონტო სამუშაოები;

ვ) სოფელ კიზილ-კილისას საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;

ზ) ქ. წალკის კინოთეატრის რემონტი.

 

 

 დანართი №6

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაბიონების მოწყობა;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია;

გ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

დ) წყალსადენის ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ე) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;

ვ) გარე განათების მოწყობა;

ზ) სკვერების კეთილმოწყობა.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;

ბ) წყალკანალის ქსელის რეაბილიტაცია;

გ) გარე განათების მოწყობა;

დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ე) ხიდების რეაბილიტაცია;

ვ) სოფლის წყალმომარაგება.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია;

ბ) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;

გ) საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

 

 

 

დანართი №7

ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 397 000 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზის რეაბილიტაცია;

 ბ) წყალსადენების რეაბილიტაცია.

2. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 633 000 (ექვსას ოცდაცამეტი ათასი) ლარი წყალსადენების სარეაბილიტაციოდ.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 960 000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების რეაბილიტაცია.

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 740 000 (შვიდას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენებისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია;

გ) ქუჩის რეაბილიტაცია.

5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების რეაბილიტაცია.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) ხიდის რეაბილიტაცია;

გ) ქუჩების რეაბილიტაცია.

 

 

 

 დანართი №8

დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მონტაჟი;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია და მონტაჟი;

გ) გზების მოასფალტება.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მონტაჟი;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია;

გ) კულტურის სახლის კაპიტალური რემონტი.

3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი გზების მოასფალტება-რეაბილიტაციისათვის.

4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მონტაჟი;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია;

გ) გზების მოასფალტება.

 

 

 

 დანართი №9

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;

გ) ბაგა-ბაღის შენობების რეაბილიტაცია;

დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;

ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა.

2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სოფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

ბ) ქ. ცაგერში და ქვ. ცაგერის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია;

დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;

ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;

ვ) სანაგვე ურნების და ნაგავმზიდი მანქანის შეძენა;

ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლის ცენტრების გარე განათების მოწყობა;

თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;

კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარემონტო სამუშაოები;

ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სახურავის აღდგენა;

მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურავის აღდგენა.

3. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენის სისტემების მოწყობა სოფლად;

ბ) მუზეუმის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და შეუბნის ტერიტორიული ორგანოს შენობების რემონტი;

გ) სპეცავტომანქანისა და ურნების შეძენა;

დ) კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა;

ე) შიდა გზების მოწყობა.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ფასადების რეაბილიტაცია;

ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა და წყალსადენების რეაბილიტაცია;

გ) კეთილმოწყობის სამუშაოები;

დ) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;

ე) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

ვ) ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია;

ზ) მედპუნქტების რეაბილიტაცია;

თ) კულტურის სახლებისა და კლუბების აღდგენა-რეაბილიტაცია;

ი) სამხატვრო-სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

კ) სახანძრო რაზმის შენობის რეაბილიტაცია;

ლ) მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 20.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №34, 20.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2215933/