,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№303
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №303

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 65 250 000 (სამოცდახუთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი № 1-№ 9 დანართების შესაბამისად.”.

2. განკარგულების № 5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

,,დანართი № 5

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 10 250 000 (ათი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები;

  ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა;

გ) მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა-მშენებლობა;

დ) მეგობრობის გამზირის მონაკვეთის (ახალგაზრდობის პარკიდან სასტუმროს მოედნამდე) საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ე) მე-16 და მე-17 მიკრორაიონებს შორის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ვ) მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსების შეძენა;

ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

თ) ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) მეგობრობის გამზირის № 22, № 26, № 30 და № 41 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

კ) ქ. რუსთავის შარტავას გამზირის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით);

ლ) ფალიაშვილის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია;

მ) მესხიშვილის ქუჩის № 4 და № 5 საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ნ) შარტავას ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ მუღანლოში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) სოფელ ახალსოფელში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

გ) სოფელ გამარჯვებაში სასმელი წყლის 100-ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა და შიდა სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ე) სოფელ ვაზიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჩოლოყაშვილისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ თამარისის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა;

გ) ქ. მარნეულში სასმელი წყალგაყვანილობის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისათვის (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით).

5. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დმანისში შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დამაკავშირებელი მუნიციპალური ქუჩების ასფალტირება და ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ გომარეთის წყალმომარაგება;

დ) სოფელ მაშავერას წყალმომარაგების რეაბილიტაცია.

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –   250 000 ( ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა მანგლისში შიდა გზის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ კოდის ტერიტორიაზე დევნილთა ჩასახლების ადგილზე გარე განათების რეაბილიტაცია;

გ) ქ. თეთრიწყაროში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა;

დ) სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ტერიტორიაზე გამგებლის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა;

ე) ქ. თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია;

ვ) თეთრიწყაროს სპორტული სკოლის დარბაზისა და საშხაპეების მოწყობა;

ზ) სოფელ ირაგის წყალსადენის რეაბილიტაცია;

თ) სოფელ წინწყაროს გარე განათების მოწყობა;

ი) სოფელ ასურეთში მინი-სტადიონის მოწყობა;

კ) სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მინი-სტადიონის მშენებლობის დასრულება;

ლ) თეთრიწყაროს პოლიციის შენობის რემონტი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი;

მ) ჭივჭავის თემის სოფლების წყალმომარაგება.

7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;

ბ) ქ. წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;

გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;

დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავრანლის, აშკალის, გუნია-კალის, გუმბათის, დაშბაშის, თეჯისის, ოზნისა და ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სოფლების კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;

ვ) სოფელ კიზილ-კილისას საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ”.

 

 პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური