„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№606
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№606

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე­ბისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით

გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ლიკის ბიუჯეტსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთე­ულებს გამოუყოს 39 410 740 (ოცდაცხრამეტი მილიონ ოთხას ათი ათას შვიდას ორმოცი) ლარი დანართების შესა­ბამისად.“.

2. განკარგულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. №1-10 დანართებით გამოყოფილი თანხა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია მიიმართოს მიმდინარე წლის აგვის­ტოში საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაად­გილებულ პირთა კვებითა და ტრანსპორტით უზრუნველ­ყოფისათვის.“.

3. განკარგულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნი­ციპალიტეტებს გამოეყოთ 1 010 400 (ერთი მილიონ ათი ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამო­ეყოს 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ბ) საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

გ) გზების რეაბილიტაცია;

დ) ბაგა ბაღის რეაბილიტაცია;

ე) წყალსადენი მილების შეძენა და წყალმომარაგება;

ვ) ჩორჯოს სასოფლო კლუბის, ბიბლიოთეკის, საფერ­შლო პუნქტისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

2. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) წყალსადენების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

გ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

დ) საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოები;

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 221 400 (ორას ოცდაერთი ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ცაგერში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;

გ) სანიაღვრე არხების მოწყობა;

დ) საცხოვრებელი სახლების გადახურვა და დაზია­ნებული კედლების აღდგენა;

ე) საბავშვო ბაღების შენობების აღდგენა.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 169 000 (ას სამოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორ­ციელებლად:

ა) შენობების კეთილმოწყობა;

ბ) ხიდების რეაბილიტაცია;

გ) საბავშვო ბაღების შემოღობვა და გადახურვა;

დ) დაწყებითი სკოლის რემონტი;

ე) პოლიციის შენობის გადახურვა;

ვ) გზების რეაბილიტაცია;

ზ) საჯარო სკოლისათვის გენერატორის შეძენა.”.

4. განკარგულების №5 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს – 2 740 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

გ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების მშენებლობა და რეაბილიტაცია.“.

5. განკარგულების №6 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №6

სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფ­ლის­წყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 560 000 (ორი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა-რეაბი­ლიტაციის, ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვარგამტარების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის;

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისათვის.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახ­ლების სახურავების შეკეთება;

ბ) გარე განათების მოწყობა;

გ) მინი სტადიონის მოწყობა.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების მოასფალტება;

ბ) სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მონტაჟი და დამატებითი სარემონტო სამუ­შაოები;

გ) სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის ელექტრო გაყვა­ნილობის შეცვლა და გათბობის სისტემის მონტაჟი;

დ) ქ. საგარეჯოს №2 საჯარო სკოლის რემონტი;

ე) ქ. საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის რემონტი.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და საბუხრეების მოწყობა;

ბ) ქ. ახმეტაში №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლების მთისძირისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ შილდის სასმელი წყლის სათავის რეა­ბილიტაცია მდინარე სეფორაზე.

7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას 1 220 000 (ერთი მილიონ ორას ოცი ათასი) ლარი ქ. სიღნაღში რეაბილიტაციის სამუშაოების გასაგრძელებლად.”.

6. განკარგულების №7 დანართის მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადა­ხურვა;~.

7. განკარგულების №10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №10

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრე­დიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარა­გაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 8 650 000 (რვა მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 550 000 (შვიდი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია;

ბ) საბავშვო ბაღის გათბობისა და სარემონტო სამუშაოები;

გ) ცენტრალური ბაღის გარე განათების მოწყობა;

დ) სახანძრო შენობების შეკეთება;

ე) სსიპ – ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა;

ბ) ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაცია;

გ) ქალაქის ახალმოწყობილ სკვერებში ძელსკამების მოწყობა და მონტაჟი;

დ) სანაგვე ურნების შეძენა;

ე) საგზაო ნიშნების მოწყობა.

3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მთისძირი–ჭაგანჭყვიშის ცენტრალური გაზსადენის დაწყებული მშენებლობის დამთავრება;

ბ) ზეინდარი-გორას და ზედავანის გაზსადენის ცენ­ტრალური მაგისტრალის მოწყობა;

გ) გარე განათების მოწყობა.

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ქ. ზესტაფონის კვალითის დასახლება, შათირიშვილის ქუჩაზე კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ა) ადგილობრივი გზების კეთილმოწყობა;

ბ) ქ. თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა;

გ) სპორტული კომპლექსის მშენებლობა;

დ) ზედა სიმონეთის კლუბის კაპიტალური შეკეთება;

ე) ზედა ალისუბნის სკოლის სპორტული დარბაზის შეკეთება.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. სამტრედიაში თბილისის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისათვის.

 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) ქ. საჩხერეში გარე განათების რეაბილიტაციის სამუშაოები;

ბ) არგვეთის თემში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები;

გ) სოფ. ქორეთში კაპანაძეებისა და გაბაძეების უბნების შემაერთებელი ხიდ-ბოგირის აღდგენის სამუშაოები;

დ) სოფელ ჭურნალში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები.

8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) ორი ერთეული სამოქალაქო ტრანსპორტის შეძენა;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი სპეცტექ­ნიკის შეძენა.

9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) მუსიკალური სკოლის სახურავის ნაწილობრივი შეკეთება;

ბ) ქ. წყალტუბოში მრავალბინიანი სახლების წყლის ცენტრალური მილგაყვანილობის შეკეთება;

გ) ქ. წყალტუბოს წყალსადენის მიმდინარე რეაბილი­ტაციის სამუშაოები;

10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ა) საკანალიზაციო ქსელების აღდგენა ნიკოპოლის ქუჩის №4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენა (რუბეროიდი, ფურცლოვანი თუნუქი);

გ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენა, ქანობიანი სახურავი (თუნუქი, ხე);

დ) დაზიანებული სასმელი წყლის მილგაყვანილობის აღდგენა ქ. ჭიათურაში;

ე) დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

ვ) დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ა) სახურავების შეცვლა;

ბ) წყლის მილების შეძენა 20 ტერიტორიულ ერთე­ულში.

12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური შეკეთებისათვის.~.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე