„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №727
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 39 829 740 (ოცდაცხრამეტი მილიონ რვაას ოცდაცხრა ათას შვიდას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“;
ბ) განკარგულების №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 809 000 (ორი მილიონ რვაას ცხრა ათასი) ლარი, მათ შორის:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა გზების რეაბილიტაცია;
ბ) წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გ) დაბა ჯვარში წყლის მრიცხველების დამონტაჟება;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 209 000 (ორას ცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მდინარე ზანაზე, სოფელ ახუთის ხიდის რეაბილიტაცია;
ბ) ნაპირსამაგირი სამუშაოები;
გ) სოფელ ახუთის სკოლის საპროექტო სამუშაოები.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალსადენის მილის მოწყობის სამუშაოები;
ბ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფელ აბედათში მდინარე სკურჩაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) ქ. მარტვილის შიდა გზების ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება და ქუჩების მოასფალტება;
გ) ქ. მარტვილში ნალექსაოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
დ) კეთილმოწყობის სამუშაოები.
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 290 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია;
ბ) ზუგდიდში წმინდა ნინოს ქუჩის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა;
გ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ განმუხურის ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყობა.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოხრეშვის სამუშაოები;
ბ) აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
გ) მრავალსართულიანი სახლის გადახურვა;
დ) ქუჩების მოასფალტების სამუშაოები;
ე) მარნის თემში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები.
7. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დაბა მესტიაში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები;
ბ) სოფელ ფარში ხიდის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები.“;
გ) განკარგულების №6 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №6
სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 760 000 (ორი მილიონ შვიდას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა-რეაბილიტაციის, ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვარგამტარების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისათვის.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება;
ბ) გარე განათების მოწყობა;
გ) მინი-სტადიონის მოწყობა.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გზების მოასფალტება;
ბ) სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გათბობის მონტაჟი და დამატებითი სარემონტო სამუშაოები;
გ) სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის ელექტროგაყვანილობის შეცვლა და გათბობის სისტემის მონტაჟი;
დ) ქ. საგარეჯოს №2 საჯარო სკოლის რემონტი;
ე) ქ. საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის რემონტი.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და საბუხრეების მოწყობა;
ბ) ქ. ახმეტაში №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების – მთისძირისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ შილდის სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია მდინარე სეფორაზე.
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 420 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცი ათასი) ლარი ქ. სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად.~.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ.მგალობლიშვილი