„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№556
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№556

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავ­რობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში შე­­­­ტა­­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციე­ლებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტრომ (ნ. გილაური) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუ­ჯეტს და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამო­უყოთ 39 045 340 (ოცდაცხრამეტი მილიონ ორმოცდახუთი ათას სამას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.”;

ბ) განკარგულების №1, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 და №10 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალი­ტეტებს გამოეყოთ 915 000 (ცხრაას თხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 440 000 (ოთხას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების გან­სა­ხორციელებლად:

ა) საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ბ) საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

გ) გზების რეაბილიტაცია;

დ) ბაგა ბაღის რეაბილიტაცია;

ე) წყალსადენი მილების შეძენა და წყალმომარაგება;

ვ) ჩორჯოს სასოფლო კლუბის, ბიბლიოთეკის, საფერშლო პუნქტისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

2. ონის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

გ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

დ) საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაობი.

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 126 000 (ას ოცდა­ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ცაგერში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიის მოწ­ყობა;

გ) სანიაღვრე არხების მოწყობა;

დ) საცხოვრებელი სახლების გადახურვა და დაზიანებული კედლების აღდგენა.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 169 000 (ას სა­მოც­დაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ა) ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ბ) შენობების კეთილმოწყობა;

გ) ხიდის რეაბილიტაცია;

დ) საბავშვო ბაღების შემოღობვა და გადახურვა;

ე) დაწყებითი სკოლის რემონტი;

ვ) პოლიციის შენობის გადახურვა;

ზ) გარე განათება;

თ) გზების რეაბილიტაცია.

დანართი №3

ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხორო­წყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 590 000 (ორი მი­ლიონ ხუთას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ბ) წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

გ) დაბა ჯვარში წყლის მრიცხველების დამონტაჟება;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 190 000 (ას ოთხ­მოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) მდ. ზანაზე, სოფელ ახუთის ხიდის რეაბილიტაცია;

ბ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.

3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორციელებლად:

ა) წყალსადენის მილის მოწყობის სამუშაოები;

ბ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

 ა) სოფელ აბედათში მდინარე სკურჩაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 ბ) ქ. მარტვილის შიდა გზების ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება;

 გ) ქ. მარტვილში ნალექსაოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 დ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 290 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია;

ბ) ზუგდიდში წმინდა ნინოს ქუჩის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა;

გ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ განმუხურის ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყო­ბა.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოხრეშვითი სამუშაოები;

ბ) აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების რეა­ბილიტაცია;

გ) მრავალსართულიანი სახლის გადახურვა;

დ) ქუჩების მოასფალტების სამუშაოები;

ე) მარნის თემში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაო­ები.

7. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 000 (ორას ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა მესტიაში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშა­ოები;

ბ) სოფელ ფარში ხიდის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები.

დანართი №4

მარნეულის, წალკის, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 2 390 000 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქალაქ რუსთავის მერიას გამოეყოს 830 000 (რვაას ოც­და­ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების შეკეთება;

ბ) ლიფტების აღდგენა;

გ) გზების რეაბილიტაცია.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი სამგზავრო ავტობუ­სების შესაძენად.

3. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) ქ. წალკის ადმინისტრაციული შენობის, გამგეობის შენო­ბისა და სპორტსკოლის გათბობის სისტემის რეაბილი­ტა­ცია;

ბ) წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

4. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 140 000 (ერთი მილიონ ას ორმოცი ათასი) ლარი ყოფილი სამ­ხედრო ნაწილის დასახლებაში არსებული კორპუსების სა­რეა­ბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.

დანართი №5

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 870 000 (სამი მილიონ რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 2 740 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტე­მების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

გ) ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერის რეა­ბი­ლი­ტაცია;

დ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 330 000 (სამას ოცდაათი ათასი ლარი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა;

ბ) სოფელ ახალქალაქისა და სოფელ თეძმისხევის დამა­კავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია;

გ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების რეაბი­ლიტაცია;

ბ) სოფელ ლეთეთსა და აბისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

დ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების ქსელის მოწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სის­ტემის მოწყობა;

გ) დაბა სურამში სანიაღვრე არხის მოწყობა;

დ) რბონის სათავე ნაგებობის საქლორატორის მოწყობა.

დანართი №6

სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს დედოფ­ლის­წყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოე­ყოთ 2 440 000 (ორი მილიონ ოთხას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა-რეაბილიტაციი­სათვის, ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვარგამტარების მოწყობისა და რეა­ბილიტაციის სამუშაოებისათვის.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამო­ეყოს 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსა­ხორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება;

ბ) გარე განათების მოწყობა;

გ) მინი-სტადიონის მოწყობა.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორ­ციელებლად:

ა) გზების მოასფალტება;

ბ) სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გათბობის მონტა­ჟი და დამატებითი სარემონტო სამუშაოები;

გ) სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის ელექტროგაყვანილობის შეცვლა და გათბობის მონტაჟი;

დ) ქ. საგარეჯოს №2 საჯარო სკოლის გათბობის მონტაჟი;

ე) ქ. საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის რემონტი.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებ­ლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და საბუხრეების მოწყობა;

ბ) ქ. ახმეტაში №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) სოფლების მთისძირისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ შილდის სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია მდინარე სეფორაზე.

7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი ქ. სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად.

დანართი №7

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყოს 3 359 000 (სამი მილიონ სამას ორმოც­დაცხრამეტი ათასი) ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტა­ციისათვის.

2. თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიას გამოეყოს 6 200 000 (ექვსი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა;

ბ) ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემების კაპიტალური რეკონსტრუქცია;

გ) საბინაო ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგ­რამა;

დ) მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 164 940 (ერთი მილიონ ას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ორმო­ცი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მეტალოკრამი­ტით გადახურვა;

ბ) ქუჩებს შორის გადასასვლელების მოწყობა;

გ) კინტრიშის შესართავთან დამცავი დამბის მოწყობა;

დ) მინი-სტადიონების მოწყობა;

ე) სასმელი წყლის მილების შეძენა.

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 788 000 (შვიდას ოთხმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი;

ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა;

გ) საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენა;

დ) მინი-სტადიონის მოწყობა;

ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სასოფლო გზების მო­ას­ფალტება;

ზ) ბაგა-ბაღის სახურავის რემონტი.

5. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 239 000 (ორას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორციელებლად:

ა) სასმელი და სარწყავი წყლის პოლიეთილენის მილების შეძენა;

ბ) სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება;

გ) მინი-სტადიონების მშენებლობა;

დ) სოფელ მერისის ბაგა-ბაღის რემონტი.

6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 425 700 (ოთხას ოცდახუთი ათას შვიდასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სპორტული მოედნის მოწყობა;

ბ) თამარ მეფის ქუჩაზე კედლის ჩამოსხმა;

გ) მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება;

დ) სარწყავი არხის მილების შეძენა;

ე) მინი-მოედნის მშენებლობა;

ვ) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, სკოლის სპორტული დარბაზის რემონტი;

ზ) ჯებირის მშენებლობა;

თ) მთა ჯინალში გზის კაპიტალური რემონტი;

ი) ცეკვა-ვარჯანაულის სარწყავი არხის რემონტი;

კ) გომის მთის გზის შეკეთება;

ლ) სოფლის შიდა ხიდის მშენებლობა.

7. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 394 700 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას შვიდასი) ლარი შემდეგი პრო­ექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტრის მილების შეძენა;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების (ორი სახლი) ხელშეწყობა;

გ) სპოტული მოედნის ხელოვნური საფარის შეძენა;

დ) დანისპარაული-დიდაჭარის სამთო გზის ორმული შეკე­თება ქვიშა-ხრეშოვანი საფარით;

ე) მდ. აჭარისწყლის ნაპირსამაგრი ოთხი ჯებირის მოწყობა;

ვ) სადრენაჟე მილების ჩაწყობა;

ზ) სტადიონის მშენებლობის დასრულება;

თ) ჭერის ტერიტორიის დამცავი 10 ჯებირის მშე­ნებლობა;

ი) საშუალო სკოლის მიმდებარე გაბიონის დას­რულება.

დანართი №8

ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი ქ. ბორჯომის წყალ­სადენის, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხე­ბის რეაბილიტაციისათვის.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა- ხორ­ციელებლად:

ა) სოფ. ანის წყალსადენის რეაბილიტაცია;

ბ) სოფ. აწყურის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) სოფ. ტყემლანის სარწყავი წყლის წყალსაცავის მშენებ­ლობა.

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 155 000 (ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ახალქალაქის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) სოფ. ჩუნჩხის წყალსადენის რეაბილიტაცია.

4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი ნინოწმინდის საკანალი­ზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სა­ხორციელებლად:

ა) ხევაშენი-შოლავერის სარწყავი სისტემის (თვითდინებადი) აღდგენა;

ბ) ხევაშენის სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) სოფ. უდის წყალსადენის შიდაქსელის (მეიდანის დასა­ხლება) რეაბილიტაცია.

6. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სა­ხორციელებლად:

ა) სოფ. ოშორის წყალსადენის შიდაქსელის რეაბილიტაცია;

ბ) დაბა ასპინძის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია.

დანართი №9

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტე­ტებს გამოეყოთ 969 000 (ცხრაას სამოცდაცხრა ათასი) ლარი, მათ შორის:

 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 589 000 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორციელებლად:

 ა) ბაგა-ბაღებისა და ადგილობრივი დაქვემდებარების სას­წავლებლების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ ხიდისთავის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარე­ბა (ელე­ქტროენერგიის ქსელის გაფართოება, მდინარე ბახვის წყალზე დაზიანებული ხიდის აღდგენა, ნაგავსაყრელის მოწყობა, მდინარე ბახვის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები);

დ) სამხატვრო სკოლის შენობის შეკეთება;

ე) სოფ. ჩაისუბნის სპორტული მოედნის მშენებლობა.

 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახ­ლების რეაბილიტაციისათვის.

დანართი №10

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩ­ხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 8 500 000 (რვა მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას გამოეყოს7 400 000 (შვიდი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებლად:

ა) ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია;

ბ) საბავშვო ბაღის გათბობისა და სარემონტო სამუშაოები;

გ) ცენტრალური ბაღის გარე განათების მოწყობა;

დ) სახანძრო შენობების შეკეთება;

ე) სსიპ _ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონის შენობის სა­რე­მონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა;

ბ) ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაცია;

გ) ქალაქის ახალმოწყობილ სკვერებში ძელსკამების მოწ­ყობა და მონტაჟი;

დ) სანაგვე ურნების შეძენა;

ე) საგზაო ნიშნების მოწყობა.

3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მთისძირი_ჭაგანჭყვიშის ცენტრალური გაზსადენის დაწ­ყე­ბული მშენებლობის დამთავრება;

ბ) ზეინდარი-გორასა და ზედავანის გაზსადენის ცენტრა­ლური მაგისტრალის მოწყობა;

გ) გარე განათების მოწყობა.

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. ზესტაფონი, კვალითის დასა­ხლება, შათირიშვილის ქუჩაზე კანალიზაციისა და სას­მელი წყლის სისტემის მოსაწყობად.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ა) ადგილობრივი გზების კეთილმოწყობა;

ბ) ქ. თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა;

გ) სპორტული კომპლექსის მშენებლობა;

დ) ზედა სიმონეთის კლუბის კაპიტალური შეკეთება;

ე) ზედა ალისუბნის სკოლის სპორტული დარბაზის შეკე­თება.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. სამტრედიაში თბილისის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისათვის.

 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. საჩხერეში გარე განათების რეაბილიტაციის სამუ­შაოები;

ბ) არგვეთის თემში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილი­ტაციის სამუშაოები;

გ) სოფ. ქორეთში კაპანაძეებისა და გაბაძეების უბნების შემაერთებელი ხიდ-ბოგირის აღდგენის სამუშაოები;

დ) სოფ. ჭურნალში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილი­ტაციის სამუშაოები.

8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებლად:

ა) ორი ერთეული სამოქალაქო ტრანსპორტის შეძენა;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი სპეცტექნიკის შეძენა.

9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას გამოეყოს100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) მუსიკალური სკოლის სახურავის ნაწილობრივი შეკე­თება;

ბ) ქ. წყალტუბოში მრავალბინიანი სახლების წყლის ცენ­ტრალური მილგაყვანილობის შეკეთება;

გ) ქ. წყალტუბოს წყალსადენის მიმდინარე სარეაბილი­ტაციო სამუშაოები.

10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) საკანალიზაციო ქსელების აღდგენა ნიკოპოლის ქუჩაზე, №4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;

ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახუ­რავების შეძენა (რუბეროიდი, ფურცლოვანი თუნუქი);

გ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურა­ვების შეძენა ქანობიანი სახურავი (თუნუქი, ხე);

დ) დაზიანებული სასმელი წყლის მილგაყვანილობის აღდ­გენა ქ. ჭიათურაში;

ე) დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენა ქ. ჭიათუ­რაში;

ვ) დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა ქ. ჭი­ა­­თუ­­რაში.

11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციე­ლებლად:

ა) სახურავების შეცვლა;

ბ) წყლის მილების შეძენა 20 ტერიტორიულ ერთეულში.

12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური შეკეთებისათვის.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე