„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№497
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.1. №6 დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დმანისის მუნიციპალტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფელ ტნუსის გაზიფიცირება;
ბ) სოფლების: დიდი დმანისის, ვარდისუბნის, ბოსლების, განთიადისა და ჯავახის დარჩენილი უბნების გაზიფიცირება;
გ) ქ. დმანისის ქუჩების: დადიანის, ჭავჭავაძის, გაბაშვილის, ვახტანგ მეფის, მათი განშტოებებისა და დასახლების გაზიფიცირება;
დ) ქ. დმანისის მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა (5 კორპუსის) და რემონტი (2 კორპუსის);
ე) სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოები;
ვ) დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ზ) ორი ავტობუსის შეძენა ირგინჩაისა და კიროვისის ტერიტორიული ერთეულებისავთის;
თ) ქ. დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;
ი) სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;
კ) დამწვარი კლუბის დემონტაჟი და მის ადგილას მრავალფუნქციური მინი სტადიონის მოწყობა;
ლ) დმანისის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მომსახურება;
მ) ქ. დმანისის პოლიციის სამმართველოს შენობის სარემონტო სამუშაოები.“.
1.2. №7 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 2 353 600 (ორი მილიონ სამას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ხაშურში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება-რეაბილიტაცია;
ბ) ქ. ხაშურის გზებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების აღდგენა-რეაბილიტაცია (მოხრეშვა);
გ) სოფელ ბრილში ხიდის რეაბილიტაცია;
დ) ქ. ხაშურში ახალი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა;
ე) ქ. ხაშურში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
ვ) ქ. ხაშურში, დაბა სურამსა და სოფელ ოსიაურში მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდა;
ზ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გამავალი მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები;
თ) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხის მოწყობა;
ი) სოფელ სავანისუბანში წყალმომარაგების სამუშაოები;
კ) ქ. ხაშურში ღამის განათების სისტემის მოწყობა;
ლ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში ხელოვნურსაფარიანი 3 (სამი) სპორტული მოედნის მოწყობა;
მ) ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობა;“.
1.3. №9 დანართში:
1.3.1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 306 000 (ორი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ბ) გზების ორმული დამუშავება;
გ) საბავშვო ბაღისათვის შენობისა და ინვენტარის შეძენა;
დ) სოფლების გაზიფიცირება;
ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ვ) სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;
ზ) გარე განათების სამუშაოები;
თ) მინი სტადიონების მოწყობა;
ი) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;
კ) ქ. წნორში სკვერის მოწყობა;
ლ) საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები;
მ) სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ნ) ქ. სიღნაღის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული ძველი დავალიანების – 300 000 (სამასი ათასი) ლარის დაფარვა.“.
1.3.2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;
ბ) წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;
გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;
დ) საბავშვო ბაგა-ბაღების მიმდინარე რემონტი;
ე) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ვ) სპორტული კომპლექსის რემონტი;
ზ) ახალი მინი სტადიონების მოწყობა;
თ) მინი სტადიონების კეთილმოწყობისა და განათების სამუშაოები;
ი) გზის რეაბილიტაცია;
კ) ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;
ლ) გაზიფიცირება;
მ) ქ. ყვარლის კეთილმოწყობის სამუშაოები (ქვაფენილის დაგება).“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე