,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №325
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის№34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №9 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი № 9
ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;
გ) ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაცია;
დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;
ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;
ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა;
ზ) მდინარეთა რეგულაცია;
თ) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სოფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;
ბ) ქ. ცაგერში და ქვ. ცაგერის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია;
დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;
ვ) სანაგვე ურნებისა და თვითმცლელი მანქანის შეძენა;
ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლების ცენტრების გარეგანათების მოწყობა;
თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;
კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარემონტო სამუშაოები;
ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სახურავის აღდგენა;
მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;
ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;
ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სამშენებლო სამუშაოები;
პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურავის აღდგენა.
3. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალსადენის სისტემის მოწყობა სოფლად;
ბ) მუზეუმის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ბიბლიოთეკის, სამხატვრო სკოლისა და შეუბნის ტერიტორიული ორგანოს შენობების რემონტი;
გ) სპეც. ავტომანქანისა და ურნების შეძენა;
დ) კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა;
ე) შიდა გზების მოწყობა.
4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ფასადების რეაბილიტაცია;
ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა და წყალსადენების რეაბილიტაცია;
გ) კეთილმოწყობის სამუშაოები;
დ) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;
ე) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;
ვ) ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია;
ზ) მედპუნქტების რეაბილიტაცია;
თ) კულტურის სახლებისა და კლუბების აღდგენა-რეაბილიტაცია;
ი) სამხატვრო-სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) სახანძრო რაზმის შენობის რეაბილიტაცია;
ლ) მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური