„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №171

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. №1 დანართის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი შიდა გზების, წყლის მაგისტრალის, ხიდების, ბოგირების, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, სტადიონების რეაბილიტაციისათვის;“.

2. №6 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. თეთრი წყაროს წყალმომარაგების სისტემის შეკეთება;

ბ) ქ. თეთრ წყაროში კოსტავას ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენა;

გ) ქ. თეთრი წყაროში კოსტავას ქუჩის მოასფალტება;

დ) დაბა მანგლისში გორგასლის, წერეთლისა და 9 აპრილის ქუჩების მოასფალტება;

ე) სოფ. ერტისისა და ვაშლოვანის წყალსადენის მშენებლობა;

ვ) სოფ. ასურეთის საჯარო სკოლის ფანჯრების გამოცვლა;

ზ) სოფ. ასურეთში ჭაბურღილის მოწყობა;

თ) სოფ. ასურეთის შიდა წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია;

ი) სოფ. საღრაშენის გარე განათების მოწყობა;

კ) სამგზავრო ავტობუსის შეძენა;

ლ) სოფ. ჯორჯიაშვილში წყალსადენის სათავო ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაცია;

მ) მრავალსართულიანი შენობების გადახურვა;

ნ) სოფ. ღოუბნიდან ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის შეკეთება;

ო) სოფ. წინწყაროსა და სოფ. ქოსალარის გაზმომარაგების მაგისტრალის რეაბილიტაცია;

პ) სოფ. გოლთეთში მინი სტადიონის მშენებლობა.“.

3. №9 დანართში:

3.1. პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გარე განათების სამუშაოები;

თ) მინი სტადიონის მოწყობა.“.

3.2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირების სამუშაოები;

ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება;

გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;

დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ე) გარე განათების სამუშაოები;

ვ) სასმელი წყლის სათავეებისა და ჭაბურღილების მოწყობა;

ზ) მინი სტადიონის მოწყობა;

თ) ხიდის მშენებლობა;

ი) მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.“.

3.3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

ბ) წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;

გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;

დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;

ვ) მინი სტადიონის მოწყობა;

ზ) გზის რეაბილიტაცია;

თ) ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;

ი) გაზიფიცირება;

კ) ქ. ყვარლის კეთილმოწყობის სამუშაოები (ქვაფენილის დაგება).“.

3.4. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ბ) შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

დ) სათავე ნაგებობების აღდგენა;

ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;

ვ) მინი სპორტული მოედნების მოწყობა.“.

3.5. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების რეაბილიტაცია;

ბ) გარე განათების სამუშაოები;

გ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

დ) წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა;

ე) კულტურის სახლების შეკეთება;

ვ) ეკლესიების შეკეთება;

ზ) მინი სტადიონების მოწყობა;

თ) გაბიონის მოწყობა;

ი) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;

კ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;

ლ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;

მ) სკვერის მოწყობა;

ნ) ხევების გაწმენდა;

ო) სპორტდარბაზის მოწყობა;

პ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.“.

3.6. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირება;

ბ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) გზების რეაბილიტაცია;

ე) სასმელი წყლის შიდა ქსელის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;

ვ) სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ზ) სპორტული დარბაზის მოწყობა;

თ) გარე განათების სამუშაოები.“.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.        

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე