„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№ 1-1/1854
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016236
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1854

2012 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1.  
 „საჯარო სამართლი ს იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნ ა ს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გემის რეგისტრაციის მოწმობის, ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების და რადიოსადგურის მოწმობების გაცემა;“

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით“. 

3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა“.

4. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშავებს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემოწმების გეგმას და წარუდგენს დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;

გ) შე ი მუშავებს რეკომენდაციებს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში გამოცდებზე დასწრებისა და მონიტორინგის თაობაზე“.

 

5. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას, საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს და მათ  საქმიანობაზე ზედამხედველობას“.

6. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში;

ბ) ადგენს ამ პროცესების თანამიმდევრობასა და ურთიერთქმედებას;

გ) ადგენს კრიტერიუმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების როგორც ფუნქციონირების, ასევე მათი მართვის შედეგიანობის უზრუნველსაყოფად;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის;

ე) განახორციელებს ხარისხის მართვის სისტემის შესრულებაზე მონიტორინგს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე არანაკლებ 2-ჯერ წლის განმავლობაში;

ვ) ადგენს მუდმივი გაუმჯობესების გეგმას;

ზ) ატარებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს;

თ) აწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას“;

ი) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

7.  დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტში შედის  ნავსადგურის  სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურები და უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველო“. 

8. დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურები იქმნება ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებში. ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ასევე ფარავს სუფსის ტერმინალს. ამ სამსახურების უფლებამოსილებაა:

ა) შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) საქართველოს შიდა წყლებში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

დ) საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და ნავსადგურში არსებული ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან შეთანხმებით;

ე) გემის გასვლის შეზღუდვა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს;

ვ) სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე;

ზ) საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი;

თ) სააგენტოს დირექტორის ან კურატორი დირექტორის მოადგილის მიერ დელეგირებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება ამ  დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. 

9. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს;“.

 

10. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამტკიცებს გემთფლობელის მიერ შემუშავებული გემის უშიშროების დაცვის გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

11. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გასცემს გემის რეგისტრაციის მოწმობას, ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების და   რადიოსადგურის მოწმობებს;“


მუხლი 2.  

    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრივერა ქობალია