„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/66 |
|
2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით(სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი; ბ) მეზღვაურთა დეპარტამენტი; გ) ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; დ) საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი; ე) გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი; ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო; ზ) ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო; თ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ი) იურიდიული სამმართველო; კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ლ) ანალიტიკური სამსახური.“; ბ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას; ბ) განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში; გ) ადგენს ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესების თანამიმდევრობასა და ურთიერთქმედებას; დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით; ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის; ვ) ხარისხის მართვის სისტემის შეფასების მიზნით, დადგენილი ინტერვალებით განახორციელებს შიდა აუდიტს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ; ზ) ადგენს მუდმივი გაუმჯობესების გეგმას; თ) ატარებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს და აწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას; ი) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, სააგენტოს თანამშრომელთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სააგენტოს თანამშრომელთა თანაბარ მონაწილეობას; კ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“; გ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო პასუხისმგებელია: ა) საკადრო საკითხებზე, კერძოდ: ა.ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს; ა.ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს; ა.გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას; ა.დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების, მათი საატესტაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას; ა.ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას; ბ) საქმისწარმოების ორგანიზებაზე, კერძოდ: ბ.ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს დოკუმენტბრუნვას სააგენტოში; ბ.ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და საკონტროლო დავალებების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს; ბ.გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას); ბ.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნას და მათ უსაფრთხოებას; ბ.ვ) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული და მის კომპეტენციას განკუთვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას; ბ.ზ) ქმნის სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას; გ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო: ა) ახორციელებს სააგენტოს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს; გ) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას; დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს; ე) ამზადებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ხელშეკრულებებს; ვ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას; ზ) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას; თ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას; ი) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს; კ) ადგენს საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში; ლ) პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებთან დაკავშირებით სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე; მ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ბ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას; გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას; დ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას; ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას; ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას; ზ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”; ვ) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. იურიდიული სამმართველო იურიდიული სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით; ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების/პროექტების მომზადებაში, ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ ვიზირებას; გ) ამზადებს სააგენტოს ნორმატიულ აქტებს და ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას; დ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე; ე) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას; ვ) ახორციელებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისსამართლებრივ ექსპერტიზას; ზ) ახორციელებს სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვას დასამართლებრივ შეფასებას; თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას; ი) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას; კ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში; ლ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვასა და მათ რეალიზაციაში უფლებამოსილების ფარგლებში; მ) ამზადებს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოსათვისპრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისსაკითხებზე; ნ) ახორციელებს ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ო) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო: ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებს; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; გ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან; დ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში და მათ რეალიზაციაში კომპეტენციის ფარგლებში; ე) თანამშრომლობს საზღვაო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იცავს საქართველოსინტერესებს მათთან ურთიერთობისას; ვ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზესაერთაშორისო და ქვეყნის შიდა კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და სხვა ამგვარი სახისღონისძიებებში; ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ფუნქციებს, მათ შორის: სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა დაკულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; თ) ამზადებს ანგარიშებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად; ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|