„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/383 |
|
2022 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012, 040030000.22.024.016187) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და წესდების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“ 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს,პროფესიულ საგანმანათლებლო და მეზღვაურთა წვრთნისა და გადამზადების საქმიანობას.“. 3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. აკადემიის ფუნქციები კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად საზღვაო სფეროს პროფესიული/უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება/ გადამზადება; ბ) სტუდენტის ინტერესების, შესაძლებლობების, საგანმანათლებლო სფეროში აღიარებული სტანდარტების შესატყვისი უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნათა დაკმაყოფილება; გ) პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების/კურსების განხორციელება; დ) სტუდენტებისა და მსმენელებისათვის სწავლისა და განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა; ე) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, სასწავლო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; ვ) აკადემიის, საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სისტემებში ინტეგრაცია; ზ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; თ) საზღვაო და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება; ი) საერთაშორისო რეგულაციებისა და საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და საწვრთნელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მართვის ორგანო/მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, რექტორატი, სენატი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.“. 6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 7. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) სასწავლო პროცესის მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საგარეო ურთიერთობების სამსახური; დ) ღონისძიებების მართვისა და სტუდენტთა სერვისების დეპარტამენტი; ე) ციფრული სერვისების განვითარების სამსახური; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური; თ) შესყიდვების სამსახური; ი) კანცელარია; კ) ინფრასტრუქტურის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; ლ) საგამოცდო ცენტრი; მ) მანდატურის სამსახური.“. 8. დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. აკადემიის მართვის პრინციპები 1. აკადემია უზრუნველყოფს: ა) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; ბ) აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; გ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით; დ) აკადემიაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას; ე) უმაღლესი/პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიის მართვის გამჭვირვალობას, უმაღლესი/პროფესიული განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით ან/და შიდასამართლებრივი აქტით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.“. 9. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აკადემიის რექტორი 1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის რექტორატის თავმჯდომარე. 2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 3. აკადემიის რექტორი კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში: ა) დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს აკადემიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გ) აკადემიის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებამოსილებას აკადემიის წარმომადგენლობაზე; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აკადემიის უფლებამოსილების ფარგლებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს პროცედურებსა და დებულებებს; ვ) სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით (შემდგომში – სააგენტო) ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ვიცე-რექტორს, რომლის კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც ინიშნება რექტორის ულებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით; თ) იღებს გადაწყვეტილებას პერსონალის მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით აკადემიაში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრების ფარგლებში; კ) კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს; ლ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განსაზღვრავს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე წყვეტს სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხს სააგენტოსთან შეთანხმებით; მ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს; ნ) სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ო) ამტკიცებს აკადემიის/მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს და ცნობისთვის უგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; პ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის შესახებ და ამტკიცებს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გაცემის წესს; ჟ) ამტკიცებს რექტორატის რეგლამენტს; რ) ამტკიცებს სენატის რეგლამენტს; ს) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ტ) ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; უ) აწერს ხელს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებზე; ფ) სენატის წარდგინებით ამტკიცებს პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; ქ) სენატის წარდგენით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური პერსონალის შერჩევის წესს; ღ) ამტკიცებს მოწვეული მასწავლებლების შერჩევისა და შეფასების წესს; ყ) სენატის წარდგენით ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების წესს; შ) ანიჭებს საპატიო წოდებებს; ჩ) ამტკიცებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ც) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რექტორი ამ წესებითა და კანონმდებლბით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში ქმნის სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებს. 5. რექტორი უფლებამოსილია შექმნას მრჩეველთა საბჭო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. 7. რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“. 10. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სენატი 1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის სენატის სპიკერი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების 3-3 წარმომადგენელი, მათ შორის თითო სტუდენტი ყოველი ფაკულტეტიდან. 2. სენატში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარმომადგენლებს ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ 2 (ორი) წლის ვადით. 3. სენატის შემადგენლობაში ასევე შედის სააგენტოს წარმომადგენელი, სათათბირო ხმის უფლებით. 4. სენატის თავმჯდომარე არის სენატის სპიკერი. სენატის სპიკერი იმავე დროს ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. 5. სენატის სპიკერს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორი უფლებამოსილია სენატის სპიკერი დანიშნოს სენატის შემადგენლობიდან. სენატის სპიკერი ინიშნება 1 (ერთი) წლის ვადით. რექტორი უფლებამოსილია სენატის სპიკერად მომდევნო ვადით დანიშნოს იგივე კანდიდატურა. 6. სენატთან ყალიბდება სამეცნიერო-კვლევითი საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ჩამოყალიბების წესი, კომპეტენციის ფარგლები და ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით. ცენტრის თანამშრომლები (მეცნიერ-თანამშრომლები) არ იღებენ მონაწილეობას სენატის საქმიანობაში. 7. სენატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისათვის; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ე) შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს შესაბამისი დასაბუთებით; ვ) ითანხმებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დებულებას ან/და წარადგენს ცვლილებების პროექტს დებულებაში; ზ) წარადგენს ცვლილებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში; თ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; ი) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებებს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაში ცვლილებების თაობაზე; კ) დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს მოწვეული მასწავლებლების შერჩევისა და შეფასების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე; ლ) რექტორატთან ერთად შეიმუშავებს და დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური პერსონალის შერჩევის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე; მ) ამტკიცებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს; ო) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; პ) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; ჟ) შეიმუშავებს და რექტორს შესაბამის დასაბუთებით დასამტკიცებლად წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების წესს; რ) რექტორს წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების წესის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს; ს) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშს, რექტორისთვის წარსადგენად; ტ) ხმათა უმრავლესობით ახდენს აკადემიის წესდებაში ან/და შინაგანაწესში ცვლილებების ინიცირებას; უ) განიხილავს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; ფ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესს; ქ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შესრულების წესსა და პროცედურას; ღ) შეიმუშავებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვისა და მონაწილეობის წესს; ყ) ყოველი სემესტრის ბოლოს მოისმენს აკადემიური პირების მიერ გაწეული სამეცნიერო კვლევითი აქტივობების შესახებ ანგარიშებს (მათ შორის, შიდა და გარე საგრანტო პროექტები, სამეცნიერო კონფერენციებში მივლინებები, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, გაცვლითი პროგრამები და სხვა), ამზადებს შესაბამის ანალიზს და წარადგენს წინადადებებს აკადემიური პერსონალის განვითარების თაობაზე; შ) ამტკიცებს ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დებულებას. 8. სენატის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სენატის ერთ-ერთი წევრი, სენატის სპიკერის დავალებით. 9. სენატი უფლებამოსილია მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განსახილველად. 10. სენატის საქმიანობის წესი განისაზღვრება სენატის რეგლამენტით.“. 11 . დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. რექტორატი 1. რექტორატი არის აკადემიის აღმასრულებელი რგოლის კოლეგიალური მმართველობის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: რექტორი, ვიცე-რექტორი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე/დირექტორის მოადგილე. 3. რექტორატის თავმჯდომარე არის აკადემიის რექტორი. 4. რექტორატი თავისი კომტენეციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის წესდებისა და სტრუქტურის პროექტს; ბ) შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად შინაგანაწესს, სტუდენტთა და აკადემიაში დასაქმებული პერსონალის ეთიკის კოდექსს, სტუდენტთა და პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულებას; გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, პირობებსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას; დ) შეიმუშავებს სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის წესსა და პირობებს; ე) შემუშავებს და ამტკიცებს სტიპენდიის გაცემის წესს; ვ) ყოველწლიურად განსაზღვრავს სტიპენდიანტ სტუდენტთა კვოტას; ზ) ამტკიცებს მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სტუდენტთა, პროფესიული ცენტრის მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსების მსმენელთა, ასევე მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის მსმენელთა სწავლის საფასურის ოდენობას; თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; ი) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; კ) ყოველი წლის ბოლოს განიხილავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს მის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას; მ) განსაზღვრავს აკადემიური, მოწვეული და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს; ნ) სენატთან შეთანხმებით შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად სტუდენტური პროექტების წარდგენისა და დაფინანსების პროცედურას; ო) ამტკიცებს სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსების წესს; პ) სენატთან ერთად შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურას; რ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წინადადებებს აკადემიური პერსონალის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაზე; ს) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს რექტორს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური და მოწვეული მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პირობებს; ტ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ეროვნულ გამოცდებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; აგრეთვე, სასწავლო წლის დასაწყიში, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, განიხილავს და ამტკიცებს ფაკულტეტზე მობილობით მისაღებ პირთა რაოდენობას. 6. რექტორატი უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით ან/და შიდა ნორმატიული აქტებით. 7. რექტორატის საქმიანობის წესი განისაზღვრება რექტორატის რეგლამენტით.“. 12 . დაემატოს 82 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82. ადმინისტრაციის უფროსი 1. ადმინისტრაციის უფროსს ნიშნავს რექტორი. 2. ადმინისტრაციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) არის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროს კურატორი; ბ) ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური შემოსავლების დაგეგმარებას, კონტროლს და რეგულირებას; გ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით აკადემიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; დ) ხელს აწერს ფინანსური და ადმინისტრაციული ტიპის დოკუმენტაციას; ე) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და/ან ახდენს ბიუჯეტის კორექტირებას წლის განმავლობაში და რექტორთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორატს; ვ) გეგმავს და მეთვალყურეობას უწევს აკადემიის ბიუჯეტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას; ზ) შეიმუშავებს აკადემიის განვითარების საფინანსო-ეკონომიკურ კონცეფციებს; თ) ადმინისტრაციის უფროსზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. 3. ადმინისტრაციის უფროსის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. 4. ადმინისტრაციის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. 5. ადმინისტრაციის უფროსის კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 13 . მე- 9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე1-ე7“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ე1) შეიმუშავებს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ე2) უზრუნველყოფს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით აკადემიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ე3) უზრუნველყოფს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; ე4) უზრუნველყოფს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე5) უზრუნველყოფს აკადემიის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს; ე6) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტს, შედეგების ანალიზსა და ანგარიშის რექტორისთვის წარდგენას; ე7) შეიმუშავებს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს;“. 14 . მე- 9 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას ამტკიცებს რექტორი. 3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სენატისა და რექტორის წინაშე. 4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ირჩევს სენატი დადგენილი წესის შესაბამისად.“. 15 . მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები 1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტები ახორციელებენ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმართავენ სასწავლო პროცესს. 3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და სენატის რეკომენდაციების გათვალისწინებით ამტკიცებს რექტორი. 4. იმ შემთხვევაში, თუ სენატი ფაკულტეტის მიერ წარდგენილ დებულებას არ მოიწონებს ზედიზედ ორჯერ, მიუხედავად ფაკულტეტის მიერ მომზადებული არგუმენტირებული დასაბუთებისა, რექტორი უფლებამოსილია დაამტკიცოს დებულება სენატის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე.“. 16 . მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“. 17 . მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფაკულტეტის საბჭო: ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას და წესდებით განსაზღრული წესით სენატთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; დ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“. 18. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანს დადგენილი წესის შესაბამისად ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 (ოთხი) წლის ვადით. 2. დეკანის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და იმპიჩმენტის წესი განისაზღვრება დეკანის არჩევის წესის შესაბამისად. 3. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორის, სენატის, რექტორატისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ფაკულტეტის დეკანის უფლება-მოვალეობები, წინამდებარე წესდების შესაბამისად განსაზღვრულია ფაკულტეტის დებულებით.“. 19. ამოღებული იქნას მე-13 მუხლი. 20. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა რეგულირდება დებულებით.“. 21. ამოღებული იქნეს მე-17 მუხლი მე-2 პუნქტი. 22. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესი და საარჩევნო პროცედურა განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული წესით.“. 23. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის პერსონალი შედგება: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების პირებისგან და მოწვეული პერსონალისგან.“. 24. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და საათობრივი დატვირთვის განაწილების წესს ამტკიცებს რექტორი.“. 25. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს აკადემიის რექტორი.“. 26. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აკადემიის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;“. 27. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციული პერსონალი შედგება ადმინისტრაციული თანამდებობის პირებისაგან და დამხმარე პერსონალისგან. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და დამხმარე პერსონალად არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება რექტორი, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები. დამხმარე პერსონალს განეკუთვნება ყველა დასაქმებული, რომელიც არ არის აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს განეკუთვნება უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი და პროფესიული მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო და პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. პროფესიული მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ მოდულებს. 5. აკადემია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. 6. აკადემია უფლებამოსილია სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართოს შესაბამისი კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების მქონე პირები.“. 28. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს რექტორი.“. 29. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში 1. ადმინისტრაციულ პერსონალს ამავდროულად არ შეიძლება აკადემიაში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული პოზიცია. 2. აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 3. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას. 4. სენატის წევრს (ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელს) არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. პირს არ შეიძლება აკადემიაში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა. 6. ვიცე-რექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პირის დანიშვნა წარმოადგენს მისთვის აკადემიური თანამდებობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.“. 30. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებები 1. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და კვლევით პროექტებში; გ) ამ წესდებითა და აკადემიის შინაგანაწესითა დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის/წარმომადგენლობით ორგანოებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით აკადემიაში სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე; ი) დადგენილი წესით სახელმწიფოსგან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო/საწვრთნელი/სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში; ნ) მიიღოს სწავლების ინდივიდუალურ პროგრამაზე სწავლის უფლება; ო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტმა სრულფასოვანი განათლების მისაღებად ისარგებლოს სხვადასხვა სახის შეღავათით; პ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის/პროფესიული მასწავლებლის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის/პროფესიული მასწავლებლისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება. 3. აკადემიის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. 4. სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა ქცევის, მის მიმართ დისციპლინური წარმოების წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში. 5. სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 6. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზე.“. 31. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიის სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება ფაკულტეტის დებულებებით, პროფესიული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის/„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 32. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში, სენატსა და რექტორატში;“. 33. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბიუჯეტის განაწილება ხდება რექტორატის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად.“. 34. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი 1. აკადემიის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის უფროსი და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს რექტორატი. 2. რექტორატი განიხილავს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს და თუ არ ეთანხმება მას, უბრუნებს ადმინისტრაციის უფროსს შენიშვნებით. ადმინისტრაციის უფროსს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში და წარუდგენს რექტორატს დასამტკიცებლად ახალი რედაქციით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, ადმინისტრაციის უფროსს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული დასაბუთებებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს რექტორატს. 4. ბიუჯეტის პროექტი რექტორატს დასამტკიცებლად წარედგინება დეკემბრის თვეში. 5. რექტორს უფლება აქვს რექტორატის გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს აკადემიის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ მთლიანი საბიუჯეტო თანხის 10 %-ის ფარგლებში.“. 35. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. წინამდებარე წესდების ცვლილების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორი სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. წესდებაში ცვლილების ინიცირების უფლება აქვს რექტორს საკუთარი ან/და სენატის, რექტორატის ან აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|