„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №143 |
|
2022 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 140130000.22.034.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას და ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა.“. 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სასწავლო ცენტრი (სამმართველო).“. 4. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სასწავლო ცენტრის (სამმართველო) ფუნქციები სასწავლო ცენტრის (სამმართველო) ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შესაბამისი სასწავლო პროგრამის/კურსის შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან კოორდინაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პერიოდული გადამზადების გეგმის შემუშავება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა; ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სხვადასხვა სახის სასწავლო კურსის განხორციელება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 5. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ პროგრამებს; ი2) გასცემს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებულ სწავლებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამმართველოს/განყოფილების უფროსი.“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. სამმართველოს/განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს/განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ანაწილებს საქმეებს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეებს შორის; გ) ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე /განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|