„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/496 |
|
2023 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის № 1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012, 040030000.22.024.016187) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა 1. აკადემიის მართვის ორგანო/მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, აკადემიური საბჭო, სენატი, მართვისა და განვითარების ცენტრი. 2. აკადემიის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, ცენტრებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან – დეპარტამენტები, სამსახურები, სამმართველოები და ბიბლიოთეკა. 3. აკადემიის სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ფაკულტეტი იქმნება აკაემიური საბჭოს წარდგინებით, ხოლო მისი რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. აკადემიას აქვს ფილიალი – ფოთის ფილიალი -ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, რომელიც არის აკადემიის ნაწილი და ახორციელებს იმავე საგანმანათლებლო და საწვრთნელ საქმიანობას, რასაც აკადემია. 6. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო და მოკლევადიანი კურსების განხორციელების მიზნით აკადემიაში ფუნქციონირებს პროფესიული მომზადების ცენტრი. 7. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწვრთნელი კურსების განხოციელების მიზნით აკადემიაში ფუნქციონირებს მეზღაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი. 8. აკადემიის სტრუქტურული ერთეულებისა და ცენტრების საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დებულებით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის სენატის თავმჯდომარე.“; ბ) მე-3 პუნქტის „ჟ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს;“; გ) მე-3 პუნქტის „ფ“-„ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; ქ) აკადემიური საბჭოს წარდგენით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური პერსონალის შერჩევის წესს;“; დ) მე-3 პუნქტის „ყ“ -„შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) აკადემიური საბჭოს წარდგენით ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების წესს; შ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ანიჭებს საპატიო წოდებებს;“. 3. მე-8-81 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის საბჭოს თავმჯდომარე, მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრის უფროსი, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების 3-3 წარმომადგენელი, მათ შორის, თითო სტუდენტი ყოველი ფაკულტეტიდან. 2. აკადემიურ საბჭოში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარმომადგენლებს ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ 2 (ორი) წლის ვადით. 3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის სააგენტოს წარმომადგენელი, სათათბირო ხმის უფლებით. 4. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორი უფლებამოსილია საბჭოს თავმჯდომარე დანიშნოს საბჭოს შემადგენლობიდან. საბჭოს თავმჯდომარე ინიშნება 1 (ერთი) წლის ვადით. რექტორი უფლებამოსილია თავმჯდომარედ მომდევნო ვადით დანიშნოს იგივე კანდიდატურა. 5. საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ე) შეიმუშავებს წინადადებებს და ითანხმებს აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ვ) ითანხმებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დებულებას ან/და წარადგენს ცვლილებების პროექტს დებულებაში; ზ) წარადგენს ცვლილებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში; თ) ირჩევს აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს; ი) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებებს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაში ცვლილებების თაობაზე; კ) დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს მოწვეული მასწავლებლების შერჩევისა და შეფასების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე; ლ) სენატთან ერთად შეიმუშავებს და დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური პერსონალის შერჩევის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე; მ) ამტკიცებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს; ო) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; პ) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; ჟ) შეიმუშავებს და რექტორს შესაბამის დასაბუთებით დასამტკიცებლად წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების წესს; რ) რექტორს წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების წესის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს; ს) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოისმენს აკადემიის მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრის უფროსის ანგარიშს; ტ) ხმათა უმრავლესობით ახდენს აკადემიის წესდებაში ან/და შინაგანაწესში ცვლილებების ინიციირებას; უ) განიხილავს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; ფ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესს; ქ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შესრულების წესსა და პროცედურას; ღ) შეიმუშავებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვისა და მონაწილეობის წესს. 6. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის დავალებით. 7. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განსახილველად. 8. აკადემიური საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. მუხლი 81. სენატი 1. სენატი არის აკადემიის აღმასრულებელი რგოლის კოლეგიალური მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: რექტორი, ვიცე-რექტორი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრის უფროსი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და სააგენტოს წარმომადგენელი. 2. სენატის თავმჯდომარე არის აკადემიის რექტორი. 3. სენატი თავისი კომპეტენეციის ფარგლებში: ა) ხმათა უმრავლესობით ახდენს აკადემიის წესდებაში ან/და შინაგანაწესში ცვლილებების ინიციირებას; ბ) შეიმუშავებს სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის წესსა და პირობებს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სტიპენდიის გაცემის წესს; დ) ყოველწლიურად განსაზღვრავს სტიპენდიანტ სტუდენტთა კვოტას; ე) ამტკიცებს მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სტუდენტთა, პროფესიული ცენტრის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების მსმენელთა, ასევე მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის მსმენელთა სწავლის საფასურის ოდენობას; ვ) ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; ზ) ამტკიცებს წლიურ ანგარიშს აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; თ) ყოველი წლის ბოლოს განიხილავს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ი) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად სტუდენტური პროექტების წარდგენისა და დაფინანსების პროცედურას; კ) ხმათა უმრავლესობით ახდენს სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსების წესში ცვლილებების ინიციირებას; ლ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წინადადებებს აკადემიური პერსონალის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაზე; მ) შეიმუშავებს და ცვლილებების ინიციირებას ახდენს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური და მოწვეული მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პირობებში; 4. სენატი უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით ან/და შიდა ნორმატიული აქტებით. 5. სენატის საქმიანობის წესი განისაზღვრება სენატის რეგლამენტით“.“ 4. ამოღებულ იქნეს 82 მუხლი. 5. მე-9-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აკადემიის მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრი 1. აკადემიის საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავების, დანერგვის, განახლებისა და სისტემატური შეფასების მიზნით მოქმედებს მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრი. 2. ცენტრის შემადგენლობა და სტრუქტურა განისაზღვრება ცენტრის დებულებით. 3. ცენტრის სტრუქტურაში შედის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, რომლის არჩევის წესსა და პირობებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 4. ცენტრი თავისი საქმიანობის ფარგლებში: ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს; ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობით; გ) კოორდინაციას და მუდმივ მონიტორინგს უწევს აკადემიის ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვის გზით; დ) მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად; ე) განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ISO შესაბამისობის სამსახური, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები; ვ) შეიმუშავებს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლებისა და აკადემიის მართვის ხარისხის გაუმჯობესება; ზ) შეიმუშავებს და უზრუნველყოფს აკადემიის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს; თ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტის განხორციელებასა და შედეგების ანალიზს; ი) შეიმუშავებს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები 1. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტები ახორციელებენ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმართავენ სასწავლო პროცესს. 4. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და აკადემიური საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ამტკიცებს რექტორი. 5. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო ფაკულტეტის მიერ წარდგენილ დებულებას არ მოიწონებს ზედიზედ ორჯერ, მიუხედავად ფაკულტეტის მიერ მომზადებული არგუმენტირებული დასაბუთებისა, რექტორი უფლებამოსილია დაამტკიცოს დებულება აკადემიური საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე.“. 6. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის დებულების შესაბამისად არჩეული აკადემიური პერსონალი, მოწვეული დარგის სპეციალისტები და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა და ფაკულტეტის საბჭოში მათი წარმომადგენლობის ვადა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას და წესდებით განსაზღვრული წესით აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; “. 7. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორის, სენატის, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;“. 8. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის და მის ფარგლებში განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასებას ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის; ე) რეგულარულად წარუდგენს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოსა და მართვისა და განვითარების სისტემების ცენტრის უფროსს.“. 9. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი. 10. 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ფუნქციები რეგულირდება სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი .“. 11. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. აკადემიის პერსონალის კვალიფიკაცია, რომელიც ასწავლის უმაღლესი/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.“. 12. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.“. 13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 -მე-7 პუნქტები: „6. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დამატებითი პირობები განისაზღვრება კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესაბამისად. 7. აკადემიის აკადემიურ პერსონალთან გასაფორმებელი ხელშეკრულების კატეგორიის შესაბამისად განისაზღვრება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დამატებითი კრიტერიუმები. “. 14. ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი. 15. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება: რექტორი, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები. დამხმარე პერსონალს განეკუთვნება ყველა დასაქმებული, რომელიც არ არის აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.“. 16. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ვიცე-რექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნა წარმოადგენს მისთვის აკადემიური თანამდებობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.“. 17. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში, აკადემიურ საბჭოსა და სენატში;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან აკადემიის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს;“; გ) „ი“-„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) იღებს დაფინანსებას აკადემიის ბიუჯეტიდან აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად; კ) კოორდინირებულად მუშაობს აკადემიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, აკადემიური საბჭოს წევრ სტუდენტებთან; ლ) თანამშრომლობს მართვის ორგანოებთან; “. 18. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბიუჯეტის განაწილება ხდება რექტორის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად. “. 19. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი 1. აკადემიის ბიუჯეტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სენატი. 2. სენატი განიხილავს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს და თუ არ ეთანხმება მას, უბრუნებს ავტორს შენიშვნებით. ბიუჯეტის პროექტში შედის შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის და წარედგინება სენატს დასამტკიცებლად ახალი რედაქციით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, შეიძლება ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული დასაბუთებებით დასამტკიცებლად დაუბრუნდეს სენატს. 4. ბიუჯეტის ფორმირების წესი, პროცედურა და ვადები განისაზღვრება შესაბამისი წესით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი. 5. რექტორს უფლება აქვს, სენატის გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს აკადემიის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ მთლიანი საბიუჯეტო თანხის 10 %-ის ფარგლებში.“. 20. 36-ე მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) რექტორის შვებულებას.“. 21. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესდებაში ცვლილების ინიციირების უფლება აქვს რექტორს საკუთარი ან/და აკადემიური საბჭოსა და სენატის წარდგინებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|