„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2021 წლის 21 ივნისი ქ. ოზურგეთი
|
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;“.
ბ) მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენა;“.
გ) მე-8 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება;“.
დ) მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო (მუნიციპალური) ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა;".
ე) მე-15 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები;“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
,,მუხლი 51. საკრებულოს საქმისწარმოება
1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA-ს მეშვეობით.
4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA-ით.
5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი) ფოტოსურათი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“.
3. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.“.
4. მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ამ რეგლამენტის 132-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“.
ბ) ,,4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.".
5. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ აქვს უფლება ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.“.
6. მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს ბიურო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი კოლეგიური ორგანო. საკრებულოს ბიურო იქმნება, საკრებულოს საქმიანობის ორგანიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების შემადგენლობით.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს;
ბ) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;
ე) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
ვ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;
თ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
7. 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ რეგლამენტის 132-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში.“.
ბ) ,,5. კომისიის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულას არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის ან/და ფრაქციის თავმჯდომარე.“.
8. 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება.
6. ფრაქციას აქვს სახელი. ფრაქციას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.“.
9. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.“.
10. 65-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო.“.
11. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.“.
12. 91-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.“.
13. 92-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ დადგენილი წესით.“.
14. 98-ე მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მის შექმნამდე ხმის დამთვლელი დროებითი კომისია).“.
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყონებლივ მიმართოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი ბიულეტენი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი უშვებს კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთში.“.
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის (ხმის დამთვლელი) კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.“.
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის (ხმის დამთვლელი) კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმს საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.“.
15. 105-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 ამომრჩევლის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. შესაბამისი ინიციატივის განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საინციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ფურცლის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას.“.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და ინიციატორების თანდასწრებით შემთხვევთი შერჩევის საფუძველზე, არათანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20%-ის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10%-ისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10%-ის გაბათილების შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შეწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე.“.
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.“.
16. 108-ე მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე http://ozurgeti.mun.gov.ge/ ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.".
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს განკარგულების პროექტი, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე http://ozurgeti.mun.gov.ge/ ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“.
17. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე, დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს.
2. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას.
3. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით და რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა.
4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პილიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პილიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია, სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც, წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს.
5. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას, ამ რეგლამენტის 65-ე მუხლით დადგენილი, სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები.
6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.“.
18. 120-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.“.
19. 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ - საერთო კრება) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.“.
20. 131-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება საკრებულოს წევრის (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.“.
ბ) ,,3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრა ანგარიშის მოსმენის თაობაზე, შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან სხვა საჯარო სივრცეში, რასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.
21. 135-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://ozurgeti.mun.gov.ge/ პროაქტიულად გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;
დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში- საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი - საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში -საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
მ) მერის, მერიის სამსახურის უფროსების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა - საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.
|