სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2012 ბოლო ცვლილება 18.11.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
020060030.10.003.016737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრო ნული მმართველობის დანერგვის შესახებ“საქართველოს პრეზიდენ ტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, საქარ თველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის დანერგვის მიზნით:

1. დამტკიცდეს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის თანდართული სტანდარტი.

2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა:

ა) რომლებიც უკვე ჩართულნი არიან საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში, მოიყვანონ თავიანთი პროგრამა თანდართულ სტანდარტთან შესაბამისობაში არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა ;

ბ) რომლებიც არ გამოიყენებენ საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემას, დანერგონ ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განახორციელონ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა დანერგოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.

მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან.

მუხლი 3. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა, არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინონ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ჩართვის გრაფიკი.

მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2012 წლის 1 მაისამდე განახორციელოს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამების ურთიერთდაკავშირება და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა.

მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება 2014 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ №3 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებზე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე.

მუხლი 6. ამ დადგენილების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სამსახურის ბიურომ.

მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი             ნ . გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2024.
როდის იქნა მიღებული „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 020060030.10.003.016737.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.11.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №64, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 020060030.10.003.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1595719/