სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2012 ბოლო ცვლილება 17.08.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
300160000.10.003.016730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2012 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტ­რო­ნული მმართველობის დანერგვის შესახებ“საქართველოს პრეზი­დენტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რე­სურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის და­ნე­რგვის მიზ­ნით: 

1. დამტკიცდეს თანდართული „სახაზინო (საბი­უ­­ჯეტო) დაწესე­ბუ­ლებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტო­მა­ტი­­ზებული სის­ტე­მის  სტანდარტი“ (შემდგომში – სტანდარტი).        

2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებუ­ლებებმა:

ა) რომლებშიც უკვე დანერგილია ადამიანური რესურსების მა­რთვის ავტომატიზებული სისტემა, თავიანთი პროგრამა მოიყვანონ შესაბამისობაში ამ დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტთან არა უგვიანეს 2012 წლის 1აპრილისა;

ბ) რომლებშიც ჯერ არ დანერგილა ადამიანური რესურსების მარ­თვის ავტომატიზებული სისტემა, დანერგონ სტანდარტის  შესაბა­მისი  პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1ივნისისა.

3 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განა­ხორ­­ციელონ  არა უგვიანეს 2013 წლის 1ივნისისა, ხოლო  ქალაქ თბი­ლისის თვითმმართველმა ერთეულმა სტან­დარტის  შესაბამისი ელექ­ტ­­რო­ნული პროგრამა დანერგოს არა უგვი­ა­ნეს 2012 წლის 1ივნისისა.

მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან ადამიანური რესურსების მა­რ­თვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრა­მის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართვე ­ლოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალი­ტი­კური სამსახუ ­რისაგან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №302 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

მუხლი 3. ადამიანური რესურსების მარ­თვის ავტომატიზებულ  პროგ­რა­მაში მოცემული თანამდებობები უნდა შეესაბამებოდეს „საჯა­რო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის  2001 წლის 21 ივლისის  №286 ბრძანებულებით გან­საზ­ღვრულ მთავარ, წამყვან, უფროს და უმცროს საჯარო თანა­მდე­ბობებს.

მუხლი 4. ამ დადგენილების მოქმედება  2014 წლის 1  იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ №1 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუ­ჯეტო) დაწესებულებებზე ,  ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სა­ხაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე. 

მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართ­ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე.

მუხლი 6. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა არა უგვია­ნეს 2012 წლის 1 მარტისა საჯარო სამსახურის ბიუროს წა­რუდგინონ ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სის­ტემის ჩართ­ვის გრაფიკი.

მუხლი 7.  ამ დადგენილების შესრულების კოორ­დინაცია და მო­ნი­ტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სა­მსახურის ბიურომ. 

მუხლი 8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ნ . გილაური

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №302– ვებგვერდი, 27.07.2012წ.