„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№450
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.­10.003.01. 6663) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება:  

1. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალ­უ­რი რეაბილი­ტა­ცი­ისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელ­მწი­ფო პროგ­რა­მის (შემდგომში – პროგ­რამა)“:

ა) მე‑2 მუხლი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკ­ლე­ბულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავ­შვთა, მიტოვების რისკის მქონე ბავშვთა და მათ მშობელთა ფიზიკური და სო­ციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სა­ზო­გადოებაში ინტეგრაცია.“;

 ბ) 1.1 დანართის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქ­ციების ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე‑4 მუხლი ჩამოყა­ლიბ­დეს შემ­დეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 353 060 ლარით.“;

გ) 1.3 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე‑4 მუხლის პირველი პუნქ­ტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 175 066 ლარით.“;

დ) 1.4 დანართის (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახუ­რების ქვეპროგრამა) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 221 220 ლარით, საიდანაც ქვე­პრო­გრამის მე‑2 მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებე­ბი­სათვის გათვალისწინებულია 40 000 ლარი.“;

ე) 1.5 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 46 860 ლარით.“;

ვ) 1.6 დანართის (ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზ­რუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 453 090 ლარით.“;

ზ) 1.7 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 358 470 ლარით.“;

თ)  1.8 დანართის (დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეა­ბილი­ტა­ციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 97 944 ლარით.“;

ი)  1.11 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 96 150 ლარით.“;

ი.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2012 წლის განმავლობაში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომ­სახურების დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში.“;

კ)  1.13.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენ­ტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 335 142 ლარით.“;

ლ)  1.13.3 დანართის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპო­ნენ­ტი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სმენის აპარატის საჭი­როე­ბის მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები).“.

2. პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.15 დანართი:  

„დანართი 1.15

 

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24‑საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;

გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამო­სითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზ­რუნველყოფას;

დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამე­დიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არა­ნაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერ­თად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რის­კის წინაშე იმყოფებიან).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმ­წოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება  „სპე­­ციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებუ­ლე­ბი­დან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 110 ლარით.

2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ასანაზღა­უ­რებელი თანხის ოდენობა შეადგენს 18 ლარს დღეში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბე­ნე­­ფიციართა რაოდენობა არ აღემატება 11 პირს.

4.  ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული დედათა და ბავშვთა თავშე­საფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამა­ტერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას  არა უგ­ვი­­ა­ნეს მომსახურების დაწყების მომდევნო თვის ბოლომდე.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშე­საფ­რით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების ანაზღაურები­სათ­ვის  განკუთვნილი ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგა­რი­შება დღიური დაფინანსების ოდენობის (18 ლარი) ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაო­დენობაზე. 

7. დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება ბენეფიციარებს მიე­წო­დება ქ. ქუთაისში.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწო­დებელი

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გა­თ­ვა­­ლის­წინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დად­გენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვა­ლისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი