„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №628 |
|
2014 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1
1. დამტკიცდეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ თანდართული პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) (დანართი №1). №1 დანართით გათვალისწინებული პროგრამა მოქმედებს ამ დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
2. დამტკიცდეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ თანდართული პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) (დანართი №2). №2 დანართით გათვალისწინებული პროგრამა ამოქმედდეს 2014 წლის 30 ოქტომბრიდან.“.
|
ეს დანართი განსაზღვრავს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განხორციელების წესსა და პირობებს.
1. პროგრამა ხელს უწყობს:
ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე განათლების მიღებას;
გ) საქართველოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ გადამზადებას;
დ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევას;
ე) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.
2. პროგრამის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებები;
ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები.
1. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ამ დადგენილებით შექმნილი კომისიისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) კომისიის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებსა და საკონკურსო პროგრამებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ.
ამ პროგრამის ბენეფიციარია:
ა) საქართველოს მოქალაქე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე;
ბ) საქართველოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, რომლის კვალიფიკაციის ამაღლება ან/და პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის;
გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევარი და პრაქტიკოსი;
დ) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კურსდამთავრებულები;
ე) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსებული პირები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი სასწავლო პერიოდის/პერიოდების დაფინანსება.
1. ბენეფიციარის მიერ, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში, სახელმწიფო უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებს შესთავაზოს დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.
2. ბენეფიციარი, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით, იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, 3-წლამდე ვადით, დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. აღნიშნული წესისაგან განსხვავებული პირობა შესაძლებელია დადგინდეს ბენეფიციარის მიერ სწავლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ, ამ პროგრამით დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული შესაბამისი მიმართულებით დასაქმების შესახებ ოფიციალური ცნობის კომისიისათვის წარდგენის საფუძველზე (აღნიშნულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს დანიშვნის/ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და დასრულების თარიღები). კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის უცხო ქვეყანაში, არა უმეტეს 1 წლით, დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარის ვალდებულების (3-წლამდე ვადით დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში) ათვლა დაიწყება 1-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე.
3. საქართველოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი იღებს ვალდებულებას, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული გადამზადების კურსების დასრულების შემდეგ, მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მუშაობა გააგრძელოს იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.
4. მხარეებს შორის პროგრამის ფარგლებში აღებული სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
მუხლი 6. პროგრამის ბენეფიციარებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების გაცემის წესი და პირობები
1. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის.
2. პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება დაფინანსდნენ სრულად ან ნაწილობრივ.
3. დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს:
ა) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურსა და სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი ან პროფესიული გადამზადების კურსების განმახორციელებლის მიერ დადგენილ საფასურს და კურსის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) სწავლის პერიოდში ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი ან პროფესიული გადამზადების კურსების გავლისას შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარისა და პრაქტიკოსის საქართველოში მოწვევის, მუშაობისა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
4. დაფინანსების გაგრძელების წინაპირობაა:
ა) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსებული სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;
ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარისა და პრაქტიკოსის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;
გ) ამ დანართის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება ან/და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება.
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შარვაშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
გ) ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დ) გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ე) ემირ ეთერია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) ნოდარ კერესელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) ნინო ჩინჩალაძეს - ა(ა)იპ - ფონდი საქართველოს განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს;
ბ) მაგდა მაღრაძეს - „Millennium Challenge Account“-ის აღმასრულებელ დირექტორს;
გ) ლიკა ღლონტს - საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორს;
დ) ირმა წერეთელს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) უფროს კონსულტანტს მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში.
3. კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ქვეჯგუფები. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფები შეიძლება შეიქმნას, როგორც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობიდან, ასევე, სამუშაო ქვეჯგუფი შეიძლება დაკომპლექტდეს სხვა პირებით. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე.
4. კომისიისა და კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის სხდომებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ მოწვეულმა პირებმა.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით განსაზღვრული კომისიის წევრი.
7. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის სხდომას უძღვება კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის დამსწრე წევრთა უმრავლესობით განსაზღვრული კომისიის სამუშაო ქვეჯგუფის წევრი.
კომისია:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალსა და საკონკურსო პროგრამის პროექტს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას საკონკურსო პროგრამის აღწერილობისა და მიზნის, საკონკურსო პირობების, წარსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო ვადების და ა.შ. შესახებ;
ბ) კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას კვოტების განსაზღვრის შესახებ;
გ) შეიმუშავებს კანდიდატთა შეფასების ფორმებს;
დ) იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევის, შერჩევის წესისა და გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას ამ დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბენეფიციარისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ.
ამ დანართის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომისიის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც:
ა) კომისიას აწვდის რეკომენდაციებს საკონკურსო პროგრამების შემუშავების მიზნით;
ბ) კანდიდატს აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ამ პროგრამის შესაბამისი საკონკურსო პროგრამის შინაარსთან;
გ) იღებს ყველა ზომას პროგრამის ბენეფიციარისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით;
დ) კომისიის მიერ ამ დანართის მე-8 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამზადებს ამ დადგენილების შესრულების მიზნით გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტებს;
ე) ახორციელებს პროგრამის ფარგლებში ამ დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების გზით.
1. ბენეფიციარის მიერ ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ამ დადგენილებითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს დაფინანსების აუთვისებელი ოდენობა.
3. ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული დაფინანსება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.“.