საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.166
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №26–№40
2002 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” ხარჯების აღსრულების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შრომის ანაზღაურების, ტრანსფერების ანარიცხების და სხვა ასიგნებების დაფინანსება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, განხორციელდეს ცენტრალიზებულად, საგადასახადო დავალების საფუძველზე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საგადასახადო დავალებასთან ერთად წარუდგინოს საქართველოს „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მიხედვით განსაზღვრული სახეობების მიხედვით ხარჯების გაწევის წერილობითი ინფორმაცია.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად, სახეობების ჭრილში გამოყოფილი გეგმური მა ჩ ვენებლების ზემოთ არ დაუშვას საკასო და ფაქტ ობრივი ხარჯების გაწევა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია განახორციელოს ცენტრალიზებული წესით.
ზ. ნოღაიდელი
დ. თევზაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.02.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“ მიღებულია 22.02.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.11.117.005166.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ“, №26, 22.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005166 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1121413/