საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №493
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაცია 2003 წლის 15 ოქტომბერს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს:
ა) საგანგებო ლეგიონის სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
ბ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა.
3. კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს საგანგებო ლეგიონის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია და ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის ორგანიზება, აგრეთვე საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.
4. კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების სრულად შესრულებამდე.
5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 30.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №493. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.05.002.002.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №493, 30.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34396/