რეგიონალური რეაბილიტაციის საქართველოს საპრეზიდენტო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 28/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №163

2000 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

რეგიონალური რეაბილიტაციის საქართველოს საპრეზიდენტო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ

1. საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლეობის მატერიალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით შემუშავდეს და განხორციელდეს რეგიონალური რეაბილიტაციის საქართველოს საპრეზიდენტო პროგრამა.

2. პროგრამის პირველ პრიორიტეტად ჩაითვალოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის მოსახლეობის დასაქმების ღონისძიებათა განხორციელება სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროში. ამ მიზნით პროგრამა დაფინანსდეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოსათვის „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში დასაქმების ღონისძიებების“ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 5 (ხუთი) მლნ. გერმანული მარკის ოდენობის გრანტით.

3. პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს პროექტების დაფინანსება კომუნალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ექვს რაიონში (ბორჯომის, ხარაგაულის, ბაღდათის, ადიგენის, ხაშურის, ახალციხის რაიონები).

4. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტები (გზების, ხიდების, მისასვლელების, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების, დამცავი და ნაპირსამაგრი კედლების, ხიმინჯების მოწყობის და გზებისა და ხიდების სხვა დეტალების აღდგენა-რეაბილიტაცია) განახორციელოს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ.სარალიძე) სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერის) შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე.

5. სოციალური ინვესტიციების ფონდმა ყოველკვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ე. შევარდნაძე