საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №405
2013 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევ ის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენ ისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების შესყიდვ ის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ ს (შემდგომში– დეპარტამენტი)გამოუყოს 150 000 ( ასორმოცდა ათი ათასი) ლარი .
2. დეპარტამენტ მა 2013 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევ ის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენ ისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვ ა.
3. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული და დეპარტამენტ ის მიერ შესყიდული კვლევის შეფასება და ანალიზი.
4. დეპარტამენ ტმა და სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივად მოამზადონ შესაბამისი წინადადებები საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, კვლევის საფუძველზე განსახორციელებელი ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის დეტალური პროექტირების, ტექნიკური საშუალებებისა და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვასთან, ასევე ამ სისტემის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სათანადო დახმარება აღმოუჩინოს დეპარტამენტს თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი