საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1986
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017970
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 86

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   სახელმწიფო საქვეუწყებო   დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ მა (შემდგომში – დეპარტამენტი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 23 -ე კილომეტრზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 2014–2015 წლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. დეპარტამენტმა , შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის   საავტომობილო გზის  23 -ე კილომეტრ ზე ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების საპროექტო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო საზედამხედველო მომსახურების განხორციელება - შესაბამისი წლისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები   ჩატარდეს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4.  საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს  2015   წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოები ს სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის  საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი                                                     ი . ღარიბაშვილი