,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №405 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№430
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №430

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №405 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №405 განკარგულებაში   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.    განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფაწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევ ის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენ ისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების  მომსახურების შესყიდვ ის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ ს (შემდგომში – დეპარტამენტი)   გამოუყოს 135 000 ( ას ო ცდათხუთმეტი ათასი) ლარი .”.

2.    განკარგულებ ი ს მე--2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტ მა 2013-2014წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფაწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევ ის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენ ისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების  მომსახურების შესყიდვ ა.“.

3. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–6 პუნქტი:

,,6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ და 2014 წელს განსახორციელებელ მომსახურების შესყიდვას დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ბ . ივანიშვილი