„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2490
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2490

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის №1252 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით უზრუნველყოს:

ა) 2014 წელს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზის ბანძა–ხონის კმ21+600-კმ37 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) 2014-2015 წლებში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117-კმ121 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

 გ) 2014-2015 წლებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის კმ64–კმ73 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვა.

2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი, სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი, სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი