„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1040 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობი

განკარგულება № 44

2015 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1040 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1040 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი), სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, დღეისათვის არსებული ერთეული ფასების შესაბამისად გადაანგარიშებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ფასის გათვალისწინებით, უზრუნველყოს:

ა) 2014 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ36, კმ43 – კმ45 მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;

ბ) 2014-2015 წლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ11 – კმ18.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;

გ) 2014 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25(0.75) – კმ34(0.3) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:

„3. დეპარტამენტმა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                           ი . ღარიბაშვილი