საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1040
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1040

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი), სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, 2014 წელს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი – საჩხერე – ჭიათურა – ზესტაფონის ს/გზის კმ36, კმ43 – კმ 45 მონაკვეთის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი – ბაღდათის ს/გზის კმ11 – კმ 18.8 მონაკვეთისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი – საჩხერე – ჭიათურა – ზესატაფონის ს/გზის კმ25(0.75) – კმ34 (0.3) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, დღეისათვის არსებული ერთეული ფასების შესაბამისად გადაანგარიშებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ფასის გათვალისწინებით.

2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება, განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი