საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1850
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017844
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1850

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

    1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ143.4–კმ173; საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ54; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ41-კმ51; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ1-კმ4,3; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის კმ1-კმ3; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის კმ1-კმ2.6, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის კმ1-კმ13; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წაღვერი-კიმოთესუბანი-ტაძრის საავტომობილო გზის კმ1-კმ4 მოვლა-შენახვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 09.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1850. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017844.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №1850, 09.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017844 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2546526/