საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1104
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1104

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2013-2014 წლებში უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ბათუმი‑ხულოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელებს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი